როგორ მოვიგოთ საახალწლო სუფრით ცეცხლოვანი მაიმუნის გული?

რჩევები დიასახლისებს

30 დეკემბერი 10:00, 2015 წელი

ძველი სწავლებების თანახმად, სწორად გაწყობილი საახალწლო სუფრა იღბლიანი და წარმატებული წლის გარანტიაა.  იმავე სწავლებების მიხედვით, ახალი საახალწლო სუფრა 12 სახეობის ხილით უნდა იყოს გაწყობილი, რომლებიც სიმბოლურად, წელიწადის 12 თვეს განასახიერებენ.

გახსოვდეთ, რომ ანანასი, ვაშლი და მანგო ბედნიერების სიმბოლოა, უგემრიელესი ყურძენი - ფუფუნების, პაპაია - კარგი ჯანმრთელობის, ატამი - ხანგრძლივი სიცოცხლის. აი, ლიმონი და კივი კი ნეგატიური ემოციებს ებრძვიან.
საახალწლო სუფრის შუაგულში აუცილებლად უნდა იდოს მაიმუნის საყვარელი ბანანი, რომელსაც ახალი წლის დადგომისთანავე დააგემოვნებთ.


ყველასთვის ცნობილია, რომ საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი დესერტს უკავია.
ისიც ცნობილია, რომ ონავარი მაიმუნები ტკბილეულის დიდი მოყვარულები არიან, ამიტომ საახალწლო სუფრაზე რაც შეიძლება მეტი ტკბილი უნდა დაალაგოთ - შოკოლადიდან დაწყებული, ტორტით და ნაყინით დამთავრებული.


ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უნდა გავაფორმოთ ცეცხლოვანი მაიმუნის სუფრა.
ფერები, კერძები და სერვირება წლის დიასახლისის გემოვნებაში უნდა ჯდებოდეს. ვინაიდან, მომავალი წლის დიასახლისი ცეცხლოვანი მაიმუნია, თქვენ გეძლევათ მშვენიერი შესაძლებლობა, სადღესასწაულო სუფრა ახალი წლის ტრადიციულ ფერებად - წითლად, ოქროსფრად, ყვითლად და ფორთოხლისფრად გაფორმოთ.


სუფრაზე მარტივი, მონოქრონული სპექტრის შესაქმნელად, აირჩიეთ ერთი ძირითადი ფერი და რამდენიმე, კონტრასტული ფერის ნივთით გააწყვეთ.  
თუ მონოქრომია არ გიზიდავთ, მაშინ შეგიძლიათ ფერთა გამა გააფართოვოთ, მაგრამ სუფრის გაფორმებისას სამზე მეტი ფერი არ შეარჩიოთ.



წითლის გარდა, 2016 წლის საახალწლო სუფრისთვის აქტუალური იქნება ოქროსფერი, რაც ძალიან მოეწონება სიმკვეთრისა და ბრწყინვალების მოყვარულ მაიმუნს.


თუ სუფრის გაწყობისას უპირატესობას საზეიმო, თეთრ ფერს ანიჭებთ, სასურველია, რომ ფაიფურის, მოდერნის სტილის თეთრი ჭურჭელი, ბროლი და ვერცხლის დანა-ჩანგალი დააწყოთ.
აქცენტი შეიძლება გაკეთდეს ვარდისფერ ან წითელ ფერზე - ეს შეიძლება იყოს ხელსახოცები, სასანთლეები, ლენტები, პატარა მუყაოს ნაძვის ხეები ან კომპოზიციები.
სუფრის ცენტრში შეგიძლიათ ქსოვილის ნაჭრებით, ოქროსფერი ლენტებით, მოოქროვილი სათამაშოებითა და წიწვებით შექმნილი კომპოზიცია დადგათ.


ბროლის, ფაიგურისა და ვერცხლის ჭურჭელს კლასიკური საახალწლო სუფრაც ითვალისწინებს, თუმცა წინა მაგალითისგან განსხვავებით, აქ მკვეთრ ფერებზე აქცეტების გადატანა აკრძალულია.
თეთრის ყველაზე ოპტიმალური „მეზობლები“ კრემისფერისა და ნაცრისფერი შეფერილობებია. აუცილებლად გაითვალისწინეთ სუფრის მოწყობილობებისა და დეკორის ელემენტები. მაგალითად, ახალი წლის განუყრელი ატრიბურის - ნაძვის ტოტები. შეგიძლიათ წიწვოვანი ტოტებით დამშვენებული ლარნაკი სუფრის შუაში ჩადგათ და ვარდისფერი ან წითელი ლენტებით გააფორმოთ.


ბუნებრივია, სუფრის კარგად გაფორმება ახალი წლის ხარისხიანად შეხვედრისთვის საკმარისი არაა, რადგან ცუდი მენიუ საუკეთესო სერვირებასაც კი გააფუჭებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ეგზოტიკურ მაიმუნს მრავალფეროვნება მოწონს, შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის სალათები, დესერტები და ცივი საუზმე. იზრუნეთ იმაზე, რომ კერძები ორიგინალურად გაფორმებული იყოს. არ დაგავიწყდეთ შამპანური.


სუფრის გაწყობისას გაითვალისწინეთ ერთი რჩევა - აუცილებელი არ არის, მთელი სუფრა მაიმუნის ფიგურებით გააფორმოთ.


ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?