სველი ხელსახოცის 10 უცნობი ჯადოსნური თვისება

რჩევები დიასახლისებს

3 თებერვალი 10:00, 2016 წელი

სველი ხელსახოცი, რომელიც დღეს თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება, ჰიგიენისთვის ძალიან საჭირო და აუცილებელია, თუმცა, როგორც ირკვევა, მისი გამოყენების ასპარეზი გაცილებით ფართოა.


1. ყველა დიასახლისმა იცის, როგორი შრომატევადია ტაფაზე მიმწვარი ცხიმის ნარჩენების მოცილება, მაგრამ ბევრს წარმოდგენა არა აქვს, რომ სველი ხელსახოცი ამ საქმეში შეუცვლელი დამხმარეა. ჩადეთ სველი ხელსახოცი ჭუჭყიან ტაფაში ან ქვაბში, დაასხით წყალი და მთელი ღამით დატოვეთ. დილას ჭურჭლის ცხიმის ნარჩენებისგან გასუფთავებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოახერხებთ.                              
2.სველი ხელსახოცი ეფექტურად ებრძვის ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს. გამოიყენეთ სველი ხელსახოცი, როგორც ფეხსაცმლის დამატებითი საფენი და ამ პრობლემებს სამუდამოდ დაემშვიდობებით.


3. აბაზანისა და სამზარეულოს ქრომირებული ზედაპირის მქონე ონკანები მუდამ გაკრიალებული გექნებათ, თუ ჩვეულებრივი წმენდის შემდეგ სველი ხელსახოცით გაწმენდთ.


4. დეზოდორისგან დატოვებული თეთრი ლაქა ისეთი პრობლემაა, რომლის გამოც ბევრი ჩვენგანი ტანსაცმელს ვაგდებთ. ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდით, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება  სველ ხელსახოცს შეუძლია. კარგად წაუსვით ხელსახოცი დალაქავებულ ადგილს და შედეგით გაოცებული დარჩებით.


5 ყველა დიასახლისისთვის ცნობილია, რომ ლითონის ჟალუზების წმენდა შრომატევადი და მომქანცველი საქმეა. ამ შემთხვევაშიც სველი ხელსახოცი დაგეხმარებათ. თხელი და ელასტიკური ხელსახოცი ადვილად აღწევს ჟალუზის დეტალებს შორის და წმენდას აადვილებს.

6. ზამთრის სეზონზე გრძელი თმის პატრონებს გამუდმებით აწუხებთ თმების „დამუხტვის“ პრობლემა. თუ თმას ისე დაივარცხნით, როგორც სურათზეა ნაჩვენები, თმების „დამუხტვის“ პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.


7. სველი ხელსახოცის დახმარებით შესაძლებელია უთოს ზედაპირის გაწმენდა. ბამბის ქსოვილს დააფარეთ ხელსახოცი და დაბალ ტემპერატურაზე გააუთოვეთ. უთოს ზედაპირი გაკრიალდება.


8. ალბათ, ყველას აწუხებს შხაპის მიღების შემდეგ აბაზანაში დაორთქლილი სარკე. ამის თავიდან აცილება მარტივად არის შესაძლებელი. აიღეთ ჩვეულებრივი საპონი და მშრალ სარკეზე წაუსვით - ისე, რომ მთელი ზედაპირი დაიფაროს. ამის მერე ჯერ სველი, შემდეგ კი  მშრალი ხელსახოცით კარგად გაწმინდეთ და დაორთქლილი სარკის პრობლემას სამუდამოდ დაივიწყებთ.



9. სველი ხელსახოცი კარგად აცილებს ავეჯზე დარჩენილი თითების ანაბეჭდებს.

10. სველი ხელსახოცი უკვალოდ წმენდს დაბნეულ ფქვილს და შაქარს. რაც ყველაზე მთავარია, ამ ხელსახოცების რამდენჯერმე გამოყენებაა შესაძლებელი, რაც ფულის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?