12 პრობლემა, რომლებსაც თმის ფენით მოაგვარებთ - მათ შესახებ გსმენიათ?

რჩევები დიასახლისებს

23 მარტი 12:00, 2016 წელი

ზოგჯერ ცხელი ყავით სავსე ჭიქა ან თეფში ხის ავეჯის ზედაპირზე საშინელ, თეთრ ლაქებს ტოვებს. ბევრი დიასახლისი ამ დროს პანიკაში ვარდება და ავეჯის რესტავრატორთან რეკავს, არადა პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება... 


1. ზოგჯერ ცხელი ყავით სავსე ჭიქა ან თეფში ხის ავეჯის ზედაპირზე საშინელ, თეთრ ლაქებს ტოვებს. ბევრი დიასახლისი ამ დროს პანიკაში ვარდება და ავეჯის რესტავრატორთან რეკავს, არადა პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება. ჩართეთ თმის საშრობი და 1-2 წუთით ცხელი ჰაერის ნაკადი დალაქავებული ზედაპირისკენ მიმართეთ. ლაქა თქვენ თვალწინ გაქრება.



2. დაიღალეთ გასაბერი ლების ბერვით? ამ შემთხვევაშიც თმის ფენი დაგეხმარებათ. აიღეთ ჩვეულებრივი პლასტიკატის ბოთლი, მოაჭერით ძირი და ე.წ. სკოჩით მიამაგრეთ ფენს. ასეთი მოწყობილობით ლების გაბერვა არავითარ პრობლემას აღარ წარმოადგენს.




3. პლასტირის აცლა საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეული პროცესია, მაგრამ ფენით ამ პრობლემის აცილებასაც შეძლებთ. რამდენიმე წუთით მიუშვირეთ თმის საშრობი პლასტირს და სრულიად უმტკივნეულოდ ააძრობთ.




4. ოდესმე მნიშვნელოვანი დოკუმენტები ფოსტით თუ გაგიგზავნიათ, გეცოდინებათ, რას ნიშნავს, როცა დოკუმენტის ერთ-ერთი ფურცელი მაგიდაზე რჩება, კონვერტი კი უკვე დალუქულია. შეგიძლიათ, აღარ ინერვიულოთ. ფოსტაში გაქცევა და ახალი მარკების ყიდვა აღარ მოგიწევთ. დალუქული კონვერტის გასახსნელად საკმარისია, თმის საშრობიდან ცხელი ჰაერი ორი წუთის განმავლობაში წებოვანი ლენტისკენ მიმართოთ.



5. სანთლის შუქზე რომანტიკული ვახშმის მოწყობა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა დილას საყვარელ ხალიჩაზე სანთლის ლაქები დადებით ემოციებს ნამდვილად ვერ მოგგვრით. ამ პრობლემასთან გამკლავებასაც თმის საშრობის დახმარებით მოახერხებთ. ცხელი ჰაერის ჭავლი დალაქავებული ადგილისკენ მიმართეთ, თან გამდნარი სანთელი ქაღალდის ხელსახოცით წმინდეთ. საბოლოოდ, სანთლის ლაქა ხელსახოცზე დარჩება, ხალიჩაზე კი სანთლის კვალსაც ვერ აღმოაჩენთ.



6. უთო გაგიფუჭდათ და დაჭმუჭნული ტანსაცმლის დაუთოებას ვერ ახერხებთ? ტანსაცმელი ოდნავ დანამეთ და თმის საშრობით გააშრეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.




7. ჩანთაში ცუდად ჩაგდებული პლასტმასის ჩარჩოს მქონე სათვალე ზოგჯერ დეფორმირდება, თუმცა თმის საშრობი ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. ცხელი ჰაერის ჭავლი სათვალის პლასტმასის ნაწილებისკენ მიმართეთ და დეფორმირებული ადგილები ხელით გაასწორეთ.



8. თუ ცხობისას ნამცხვრის ძირი მიგეწვათ და ფორმიდან მის ამოღებას ვერ ახერხებთ, გააცხელეთ ყალიბის ძირი თმის საშრობის საშუალებით და პრობლემა მარტივად მოგვარდება.






9. თუ ნამცხვარს შოკოლადის მინანქარი სქლად და არათანაბრად ადევს, ცხელი ჰაერის დახმარებით დაადნეთ. მინანქრის ზედაპირი გლუვი და თანაბარი გახდება.



10. თუ აბაზანის სარკე დაიორთქლა და ლაქებით დაიფარა, თმის საშრობით გააცხელეთ. ლაქები წუთში გაქრება.






11. როცა გეჩქარებათ, შეგიძლიათ, ფრჩხილებზე ლაქი თმის საშრობის დახმარებით გაიშროთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჰაერი ცხელი არ უნდა იყოს.





12. ალბათ, ვერ იფიქრებდით, რომ თმის საშრომის დახმარებით კედლებიდან ბავშვების „შემოქმედებითი საქმიანობის“ წაშლაც შეიძლება. გააცხელეთ ფენით კედლის დახატული ნაწილები და სუფთა ტილოს დახმარებით გაწმინდეთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?