ღვინო ცხოვრებას გაგიადვილებთ - ხრიკები დიასახლისებისთვის

რჩევები დიასახლისებს

30 მარტი 12:00, 2016 წელი

ცოტამ თუ იცის, რომ თეთრი და შავი ღვინო საოჯახო საქმიანობაში, კოსმეტოლოგიაში და ყვავილების მოსავლელადაც კი გამოიყენება. ჩვენი რჩევები ღვინის უჩვეულოდ გამოყენების მეთოდებს გასწავლით.

1. მინის გაწმენდა - თეთრი ღვინო შესანიშნავად წმენდს ფანჯრებსა და მინებს. სუფთა ნაჭერს ცოტაოდენი ღვინო დასხით და მინები გაწმინდეთ. პროცედურის ბოლოს მინები სუფთა ნაჭრით ან გაზეთით გააპრიალეთ.


2. სახის ნიღაბი - შავი და წითელი ღვინო დიდი ოდენობით ამინომჟავებს შეიცავს. ამინომჟავა კი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელსაც შეუძლია, სახის კანს სიგლუვე და სიმკვრივე მიანიჭოს. პერიოდულად გაიწმინდეთ სახე შავ ღვინოში დასველებული ბამბის ტამპონით. აცადეთ გაშრობა და შემდეგ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.


3. ლაქების ამოყვანა - მშრალ, თეთრ ღვინოს შეუძლია, ტანსაცმლიდან და ავეჯიდან შავი ღვინის ლაქები ამოიყვანოს. ამას კი ალკოჰოლში შემავალი მაღალი მჟავიანობის წყალობით ახერხებს. შეურიეთ თეთრ ღვინოში ცოტაოდენი სოდა და ცხიმის ლაქების ამოყვანასაც მარტივად მოახერხებთ.


4. თმის ლოსიონი - წითელი ღვინო შეიცავს ბუნებრივ ფიტოალექსინს, რომლებიც ცვენას აჩერებს და თმას ელასტიკურობასა და სირბილეს ანიჭებს. შემთხვევითი არაა, რომ იტალიელი ქალები დაბანის შემდეგ თმაზე წითელ ღვინოს ივლებენ. თქვენც სცადეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.


5.დეზინფექცია - მშრალ ღვინოს ანტიმიკრობული თვისებები აქვს, ამიტომ მას ბაქტერიებისა და მიკრობების გასანეიტრალებლად იყენებენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მშრალი ღვინო ისეთივე წარმატებით ახერხებს დეზინფექციას, როგორც წყალბადის ზეჟანგი. კარგად გარეცხილ ხილს წყალგარეულ ღვინოს თუ გადაავლებთ, ბაქტერიებისა და მიკრობების კვალიც კი არ დარჩება.


6. ხილის პარაზიტების ხაფანგი. ვაშლის ძმარი ხილის პარაზიტებისგან განთავისუფლების ცნობილი საშუალებაა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ ღვინის სუნიც არანაკლებ იზიდავთ. ჩაასხით ღვინო ჭიქაში და მასში ქაღალდის ძაბრი ჩაუშვით - ისე, რომ ღვინოში ჩასულმა პარაზიტებმა უკან ამოსვლა ვეღარ მოახერხონ.


7. სისხლნაჟღენთებისა და დაბეჟილობის მკურნალობა. ღვინო შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ფლავონოიდებს, რომლებსაც შეუძლიათ, სისხლნაჟღენთებისა და დაბეჟილობის მკურნალობა დააჩქარონ. გახსოვდეთ, მსგავსი ხასიათის დაზიანებებისას ყინული თუ ვერ იშოვეთ, ის შეიძლება, ღვინის კომპრესით ჩაანაცვლოთ.


8. სასუქი. გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ წითელი ღვინის რამდენიმე წვეთია საჭირო იმისთვის, რომ ნიადაგში სასარგებლო ბაქტერიების წარმოქმნის პროცესი გააქტიურდეს, რაც მცენარეებს სწრაფად ზრდაში დაეხმარება.


9. ათეროსკლეროზის დროს ნახევარ ლიტრ ღვინოს აზავებენ ცივი, ანადუღარი წყლით (პროპორცია 1/3 ღვინო და 2/3 წყალი) და დღეში რამდენჯერმე მიირთმევენ.


სცადეთ არატრადიციული მეთოდებით ღვინის გამოყენება და დარწმუნდებით, რომ ეს არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლო სასმელი, არამედ მშვენიერი სასუქი, წამალი და სახლის დასუფთავების საშუალებაა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?