10 რჩევა, რისთვის შეიძლება, გამოიყენოთ ვაშლის ძმარი

რჩევები დიასახლისებს

6 აპრილი 12:00, 2016 წელი

ვაშლის ძმარი ნატურალური პროდუქტია, რომლის მიღება რეკომენდებულია ბევრი დაავადების დროს, რომლებსაც ორგანიზმში კალიუმის დეფიციტი იწვევს, ასევე, არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან და ანტისეპტიკური საშუალებაცაა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის... ჩვენ შევეცდებით, ვაშლის ძმრის ყველა სასარგებლო თვისება გაგიზიაროთ.


ვაშლის ძმარს შეუძლია, წარმატებით ჩაანაცვლოს ძვირად ღირებული ქიმიური საშუალებები, რომლებსაც აბაზანის ფილების, ავეჯის, ხალიჩისა თუ ქსოვილების საწმენდად ვიყენებთ. არომატული ძმრის შემადგენლობაში შემავალ უამრავ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეუძლია მიკრობებისა და მავნე ბაქტერიების განადგურება. 


ვაშლის ძმარი იდეალური საშუალებაა სანტექნიკის მილების გასაწმენდად. ყველა დიასახლისმა იცის, რამდენ პრობლემას ქმნის კანალიზაციის გაჭედილი მილები. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ერთ ჭიქა ძმარში აურიეთ ნახევარი ჭიქა საჭმელი სოდა და ჩაასხით მილში. სასურველია, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში წყალი არ მოუშვათ. სოდა და ძმარი შესანიშნავად გაწმენდს მილებს და მოსპობს უსიამოვნო სუნს.



ყელის ტკივილის დროს
, ვაშლის ძმარი გაურიეთ თბილ წყალში პროპორციით 1:4 და პირის ღრუში  გამოივლეთ. ყველა მიკრობი განადგურდება.




თუ გაცივდით, სუნთქვა გიჭირთ და „ცხვირში გიჭერთ“
, ერთ ჭიქა წყალში გახსენით ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და დალიეთ. ძმარი შეიცავს ვიტამინებს A, B1, B2, B6, C, ასევე, ვაშლის, ძმრის, რძისა და ლიმონის მჟავებს. ეს ნივთიერებები მომენტალურად გააუმჯობესებს თქვენს სუნთქვას.


თუ რაიმე მიზეზით ტანსაცმლის გაუთოებას ვერ ახერხებთ, ჩაასხით წყლის საფრქვევში ვაშლის ძმარი და წყალი (პროპორციით 1:3) და ტანსაცმლის ზედაპირი კარგად დანამეთ. როცა ტანსაცმელი გაშრება, ერთ ნაკეცსაც ვერ იპოვით.



ვაშლის ძმარი ამაგრებს თმის ძირებს, ხდის მას ფაფუკს და აქრობს ქერტლს. შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და წყალი და ბანაობის შემდეგ თმებზე გადაივლეთ. სწრაფი ეფექტისთვის 10-15 წუთის განმავლობაში არ ჩამოიბანოთ და ქერტლი უკვალოდ გაქრება.



ვაშლის ძმარი შესანიშნავად სპობს სარეცხის მანქანაში ჩაბუდებული ნესტის სოკოს.
რეცხვის პროცესში ცოტაოდენ ვაშლის ძმარს თუ დაუმატებთ, სარეცხის მანქანაში ჩაბუდებულ ნესტის სოკოსაც მოსპობთ და თეთრეულიც გაცილებით ქათქათა გამოვა.


ვაშლის ძმარი შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა სააბაზანო ოთახისთვის,
ამასთანავე, გაცილებით იაფია, ვიდრე ქიმიური საწმენდი საშუალებები.





თუ კანი გექერცლებათ და გეფხანებათ
, დაზიანებულ ადგილებზე ბამბის ტამპონით წაისვით ვაშლის ძმარი, რომლის ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები კანის ნებისმიერ დაზიანებას აღმოფხვრის.





ვაშლის ძმარი წარმატებით ებრძვის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ფეხის ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი.
ღამით, ძილის წინ რამდენიმე წუთით ფეხები ვაშლის ძმრიან თბილ წყალში ჩააწყვეთ და ზემოხსენებულ პრობლემებს სამუდამოდ დაემშვიდობებით.




ვაშლის ძმარი შესანიშნავად აშორებს ავეჯის ლაქებს, წმენდს ქსოვილს და ხალიჩას.
ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით ძმარი და მარილი, წაუსვით ლაქაზე და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ ჯაგრისის დახმარებით გაწმინდეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გაიადვილეთ ცხოვრება. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?