როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი?

რჩევები დიასახლისებს

13 აპრილი 12:00, 2016 წელი

იმისთვის, რომ თქვენს სააღდგომო სუფრაზე ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. გახსოვდეთ, რომ ხორბალი აღდგომამდე ორი კვირით ადრე, ბზობის კვირაში ითესება და ამ პროცესს თავისი წესები აქვს.


ჯეჯილისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ჭურჭელი გამოდგება. ხორბლის რაოდენობა და ჭურჭლის ფორმა კი  დიასახლისის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. 


ხორბლის მარცვალი სწრაფად რომ გაღივდეს და კარგად გაიზარდოს, უნდა გარეცხოთ, ოდნავ შემთბარი წყალი დაასხათ და მთელი ღამე გააჩეროთ.
დილას წყალი გადაღვარეთ, ხორბალი გარეცხეთ და მინის ქილაში გადაიტანეთ. ქილას თავი დააფარეთ და ხორბალი 24 საათის განმავლობაში დატოვეთ. მომდევნო დღეს ქილიდან ამოიღეთ, წყალი გადაავლეთ და დასათესად მზადაა.


ჭურჭელში, რომელშიც ხორბლის დათესვას აპირებთ. 4-5 სანტიმეტრის სისქეზე ჩააფინეთ ბამბა ან ჩაყარეთ სუფთა მიწა.
„ნიადაგი“ თბილი წყლით დანამეთ და ზემოდან, 1 სანტიმეტრის სისქეზე, ხორბალი მოაბნიეთ.
ლანგარი თბილ და ნათელ ადგილზე დადგით, რომ მარცვლები სწრაფად გაღივდეს და გაიზარდოს. „ნიადაგი“ რომ არ გამოშრეს, არ დაგავიწყდეთ, დილა-საღამოს პულვერიზატორით დანამოთ.
დაახლოებით, ერთ კვირაში თქვენი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება. ზოგიერთი დიასახლისი, სათბურის ეფექტისთვის, ხორბლიან ჭურჭელს ცელოფანს აფარებს. უფრო კრეატიულები კი ჯეჯილისთვის განსაკუთრებულ ჭურჭელს არჩევენ. წარმოიდგინეთ, რომ ამ  ფუნქციას მშვენივრად ითავსებს ჩვეულებრივი კვერცხის ნაჭუჭი. სასაცილო ნახატებით გაფორმებული, „ქოჩრიანი“ კვერცხები განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ, ამიტომ შეგიძლიათ, საქმიანობას მათთან ერთად შეუდგეთ.


კვერცხის ნაჭუჭში ჯეჯილის გაზრდის ორი ვარიანტი არსებობს:
1) ჯეჯილის ნაჭუჭში გაზრდა: 
ამისთვის, კვერცხს თავი ფრთხილად გაუტეხეთ და შიგთავსი გადმოღვარეთ. ნაჭუჭები კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ, ფერადი ფლომასტერებით დაახატეთ სასაცილო სახეები და ჯეჯილის დასათესად მოამზადეთ. თითოეულ ნაჭუჭში ჩააფინეთ ცოტაოდენი სველი ბამბა და მოაყარეთ ხორბლის მარცვლები. ნაჭუჭები რომ არ დაიმტვრეს, კვერცხის კონტეინერში ჩააწყვეთ და თბილ ადგილას დადგით. როგორც ლანგარზე დათესილი ჯეჯილის შემთხვევაში. აქაც საჭიროა დილა-საღამოს წყლის შესხურება, რომ ბამბა არ გამოშრეს.


2) გაზრდილი ჯეჯილის ნაჭუჭში გადატანა:  
ლანგარზე გაზრდილ ჯეჯილს ჩამოაჭერით კუთხე და წინასწარ გამზადებულ ნაჭუჭებში ჩადეთ. ბავშვები ინტერესით ადევნებენ თვალს, როგორ დღითი დღე იზრდება მწვანე ჯეჯილი, ამიტომ მიეცით საშუალება თქვენს პატარას, საქმიანობაში თავადაც ჩაერთოს - ჩააფინოს ბამბა ჭურჭელში, დანამოს და ა.შ.


სხვათა შორის, კვერცხის ნაჭუჭებით შეგიძლიათ სააღდგომო სუფრისთვის დეკორატიული სანთლებიც გააკეთოთ. ამისთვის წინასწარ გამზადებულ ნაჭუჭებში გამდნარი პარაფინი უნდა ჩაასხათ და დაგრეხილი ბამბის ძაფი ჩააყოლოთ.


სააღდგომო დეკორაციები შეგიძლიათ, გააკეთოთ დეკორატიული კვერცხებისგან, ქსოვილისგან, ბისერისგან, ქაღალდისგან და ა.შ. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზე და მარჯვე ხელებზეა დამოკიდებული.

მომავალ კვირას გასწავლით როგორ უნდა გააკეთოთ შოკოლადის კვერცხები, კვერცხის ფორმის ნამცხვრები და როგორ გააფორმოთ სააღდგომო სუფრა.



დიასახლისებო, მოგვწერეთ თქვენი საინტერესო იდეების შესახებ, გაუზიარეთ გამოცდილება დამწყებ დიასახლისებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?