არომატული გარგარის ჯემი - მარტივი რეცეპტი

რჩევები დიასახლისებს

15 ივნისი 12:00, 2016 წელი

ამ უგემრიელესი დესერტის სახლის პირობებში მომზადება დამწყებ დიასახლისსაც არ გაუჭირდება. სანამ საქმეს შეუდგებოდეთ, ყურადღებით გაეცანით ჯემის მომზადების ტექნოლოგიას და ზამთარში გემრიელი დესერტით მიღებული სიამოვნება გარანტირებული გაქვთ.

ერთ კილოგრამ გარგარზე დაგჭირდებათ 1 ან 1,2 კგ. შაქარი, ¼ ჩაის კოვზი ლიმონმჟავა და მეოთხედი ჩაის კოვზი ვანილი.
თუ ვანილის გემო არ მოგწონთ, მისი დამატება აუცილებელი არაა. გარგარის ჯემი ისედაც საკმაოდ არომატული და გემრიელი გამოვა.


მწიფე გარგარის ნაყოფი კარგად გარეცხეთ და გაათავისუფლეთ ყუნწებისა და კურკებისგან.
გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გადაიტანეთ ჭურჭელში, რომელშიც ჯემის მოდუღებას აპირებთ.
გარგარის პიურეს დაუმატეთ შაქარი და ვანილი.
ხის კოვზით კარგად მოურიეთ, თავზე დააფარეთ და მთელი ღამით ასე დატოვეთ.
ღამის განმავლობაში გარგარი გამოუშვებს წვენს, რომელიც აუცილებელია ხარშვის პროცესისთვის.


დილას გარგარის პიურე ცეცხლზე დაადგით და ლიმონმჟავა დაუმატეთ.
როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლს მაშინვე დაუწიეთ. გაითვალისწინეთ, რომ დუღილის პროცესში გარგარის პიურე ბევრ ქაფს მოიკიდებს და უნდა მოაცილოთ.


დაბალ ცეცხლზე პიურე არანაკლებ ნახევარი საათი უნდა ადუღოთ. ჯემის სისქის მიხედვით, ხარშვის დრო შეგიძლიათ, თავად განსაზღვროთ. რაც უფრო დიდხანს იდგება ჯემი ცეცხლზე, მით უფრო სქელი გამოვა.


სანამ ჯემი იხარშება, მოამზადეთ მინის ქილები: კარგად გარეცხილი ქილები რამდენიმე წუთით გაასტერილეთ და გააშრეთ.


ცხელი ჯემი ქილებში ჩაასხით და მაშინვე მოხუფეთ.
სასურველია, ქილებში გადატანილი ჯემის გაციების პროცესი ხანგრძლივი იყოს, ამიტომ დადგით ქილები იატაკზე და თბილი პლედით შეფუთეთ.


გაციებული ქილები ბნელ და გრილ ადგილზე შეინახეთ.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?