როგორ შევინახოთ ნიორი?

რჩევები დიასახლისებს

31 ოქტომბერი 12:00, 2016 წელი

ნიორი ძვირფასი სანელებელი მცენარეა, რომლის გარეშე გემრიელი კერძის მომზადება წარმოუდგენელია. ზამთრის პერიოდში 1 კილოგრამი ნივრის ფასი 8-დან 12 ლარამდე მერყეობს, ამიტომ დიასახლისებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის შენახვა დანაკარგების გარეშე მოახერხონ. არასწორად შენახული ნიორი ხშირად შრება ან, პირიქით, ღივდება. ორივე შემთხვევაში კი საკვებად გამოუსადეგარია. 

1. ნივრის შენახვის უძველესი მეთოდია ღეროების დაწნა და წნულების მშრალ, გრილ სათავსში ჩამოკიდება.


2. კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც დიდ ადგილს არ მოითხოვს, ნივრის თავების ბადურაში მოთავსება და ბადურის მშრალ ადგილზე ჩამოკიდებაა. პერიოდულად, ბადურა ჩამოხსენით და ნიორი გადაარჩიეთ. ამ მეთოდით შესაძლოა, შესანახი ადგილის ეკონომია მოახერხოთ, თუმცა ნიორს გაღივებისა და გამოშრობისგან ვერ დაიცავთ.

3. ნივრის გამოშრობისა და გაღივებისგან დაცვის საუკეთესო მეთოდი მარილში შენახვაა. ნახვრეტებიან ფიცრის ყუთის ან მინის ქილის ძირი მარილის სქელი ფენით დაფარეთ. მოაწყვეთ ნიორი და ფენებს შორის სიცარიელე მარილით შეავსეთ. გახსოვდეთ, რომ ჭურჭლის ძირში და თავზე მარილი დაახლოებით 2-3 სანტიმეტრის სისქეზე უნდა იყოს.


4. ნიორი საუკეთესოდ ინახება ფქვილშიც, ვინაიდან ფქვილი ნესტს კარგად იწოვს. ქვაბის, ქილის ან ნებისმიერი სხვა ჭურჭლის ძირი ფქვილის სქელი ფენით დაფარეთ. ნივრის თავები ფქვილში კარგად ამოავლეთ და ჭურჭელში ჩააწყვეთ. თავზე ფქვილი მოაყარეთ და თავსახური დაახურეთ. ასე შენახული ნიორი გაზაფხულამდე უდანაკარგოდ გაგყვებათ.


5. ანალოგიური მეთოდით შეიძლება ნივრის შენახვა, თუ მარილისა და ფქვილის ნაცვლად, ნაცარს ან ხახვის ფურცლებს გამოიყენებთ. ჩაყარეთ ხახვის ფურცლები ნაჭრის ტომარაში ან მუყაოს ყუთში. მოალაგეთ ნიორი და ყოველ ფენაზე ხახვის ფურცლები ჩააყოლეთ.

6. ნივრის საიმედოდ შენახვის კიდევ ერთი მეთოდი თითოეული თავის პოლიეთილენის პარკში მჭიდროდ გადახვევაა. პოლიეთილენი კარგად იცავს ნიორს გამოშრობისგან, ამიტომ ორ ფენად შემოახვიეთ და ჭურჭელში ჩაალაგეთ.

7. ნივრის შენახვის კიდევ ერთი მეთოდი გამდნარ პარაფინში ამოვლებაა. პარაფინის სანთლები წყლის აბაზანაზე გაადნეთ. სათითაოდ ჩაუშვით ნივრის თავები და გააშრეთ. პარაფინი ნივრის ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნის, რომელიც ნიორს გამოშრობისა და დაავადების მატარებელი მიკრობებისგან დაიცავს.

8. შეგიძლიათ, ნივრის თავები წინასწარ გასტერილებულ და გამშრალ ქილებში შეინახოთ. გამოცდილი დიასახლისები ამტკიცებენ, რომ ქილაში მოთავსებული და მჭიდროდ თავდახურული ნიორი ყოველგვარი დანამატების (მარილი, ფქვილი და ა.შ.) გარეშეც კარგად ინახება და არ ღივდება.

9. ნივრის შესანახად ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი ტომარაც გამოდგება. კარგი იქნება, თუ ნივრის თითოეულ თავს წინასწარ ჩაუშვებთ მაღალი კონცენტრაციის მარილწყალში და გააშრობთ. ასეთი დამუშავება ობის სოკოს გაჩენის შანსს მინიმუმამდე ამცირებს. იმავე მარილწყალში დაასველეთ ტომარაც, რომელშიც ნიორი უნდა მოათავსოთ და კარგად გააშრეთ. შემდეგ ჩაყარეთ ნიორი და მშრალ, გრილ ადგილზე შეინახეთ.

10. ნივრის გაღივება რომ თავიდან აიცილოთ, შეძენისთანავე თითოეული ყუნწი ცეცხლის ალზე მოატარეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?