საკონდიტრო მასტიკა და ფანტაზია - როგორ მოვრთოთ საახალწლო ტორტი?

რჩევები დიასახლისებს

12 დეკემბერი 12:00, 2016 წელი

პირველ რიგში, შეარჩიეთ საახალწლო თემატიკა - ნაძვის ხის ან თობლის ბაბუას მოტივები. ყველაზე მარტივია კრემით ან მოხარშული ბეზეთი გაფორმება, რაც თოვლის იმიტაციას შექმნის. ტრადიციული მოსართავების გარდა, ახალ წელს აქტუალურია წლის სიმბოლოები. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2017 წელი ცეცხლოვანი მამლის წელია. მამლის ფორმის ბისკვიტის გამოცხობა ყველა დიასახლისს არ შეუძლია, თუმცა ტორტის მორთვის დროს იდეის გამოყენებას ყველა შეძლებს.

რითი მოვრთოთ ტორტი?


1. მოხარშული კრემი და მოხარშული ბეზე ტორტის მოსართავად უნივერსალური მასალაა. მილის ფორმის მოსართავით, (რომლითაც სოკოებს სვამენ), შეგიძლიათ თოვლის ბაბუა და დათოვლილი ნაძვის ხეები გააკეთოთ. დეკორაციას კი კულინარიული მძივებით და ფერადი დრაჟეებით გაამდიდრებთ.


2. შოკოლადი ნებისმიერი ტორტის მოსართავად გამოდგება. შავი შოკოლადი (მინარევების გარეშე) წვრილად დატეხეთ, ცეცხლზე გაადნეთ და თეთრი კრემით დაფარულ ტორტზე წვრილი, მილაკის ფორმის მოსართავით თქვენთვის სასურველი ფიგურები დაახატეთ. უკეთესი იქნება, თუ ამ ფიგურებს კულინარიულ ქაღალდზე მოხატავთ,  გაცივებისა და გამაგრების შემდეგ კი ტორტში ჩაამაგრებთ. 


3. სხვადასხვა დიამეტრის ბისკვიტების ერთმანეთზე დაწყობით შეგიძლიათ, ნაძვის ხის იმიტაცია შექმნათ. ბისკვიტები ააწყვეთ პრინციპით - დიდიდან პატარისკენ და მორთეთ. კრემში ცოტაოდენი კულინარიული მწვანე საღებავი გაურიეთ და ტორტი მთლიანად ამ კრემით დაფარეთ. მოსართავად შეგიძლიათ დრაჟეები, დაჭრილი მარმელადები ან საკონდიტრო მძივები გამოიყენოთ.  


4. საათის ფორმის ტორტი ლამაზი და მარტივად გასაკეთებელია. ტორტის ზედაპირი ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი კრემით დაფარეთ. გამდნარი შავი შოკოლადისგან  კულინარიულ ქაღალდზე ციფრები და საათის ისრები დახატეთ. ფიგურები კარგად რომ გაცივდება და გამაგრდება, ტორტზე დაალაგეთ და სურვილისამებრ მორთეთ. 


5. მათთვის, ვისაც ტორტთან დიდხანს ტრიალი არ უყვარს, იდეალური ვარიანტი იქნება, დამდეგი ახალი წლის შესაბამისი ციფრების ანუ 2017 მომზადება და მზა ტორტზე დაწყობა.


6. ამჟამად, ტორტის  ყველაზე პოპულარული მოსართავია საკონდიტრო  მასტიკა (ფონდანტი). იატაკის მოვლის საშუალებაში არ აგერიოთ.
მასტიკის მომზადება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა საჭირო კონსისტენციის, ელასტიკური და ესთეტიკურად მიმზიდველი გამოვიდეს. 


საკონდიტრო  მასტიკა შაქრის პუდრისა და გამდნარი ჟელატინისგან მზადდება, მაგრამ იმდენად ფაქიზად საკეთებელია, რომ მის შეძენას საკონდიტრო მაღაზიაში გირჩევთ.

მასტიკის პატარა გუნდას საფანელად შაქრის პუდრა მოაყარეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ. შემდეგ გაბრტყელებული მასტიკა ტორტზე გადაიტანეთ და მთლიანად გადააფარეთ. დანარჩენი მასტიკისგან პატარა ფიგურები გააკეთეთ და ტორტზე დაალაგეთ.

მთავარია, მასტიკასთან სწორად მუშაობა იცოდეთ, დანარჩენი თქვენს მონდომებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
ახალი წლის დღესასწაულამდე დრო კიდევ გაქვთ.
ასე, რომ შეგიძლიათ, მანამდე წაივარჯიშოთ.



ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?