სილამაზე/ჯანმრთელობა

სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!

fun time

16:00 შაბ. 30 იანვარი, 2021 წელი

სუნელები და ჯანმრთელობა

14
დაკოპირებულია

ბუნებრივ პროდუქტს შეუძლია ძვირად ღირებული ქიმიური პრეპარატების ჩანაცვლება. ამასთანავე, გაცილებით უსაფრთხოდ და ეფექტურად. სუნელები სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება, რადგან გადამუშავებას არ ექვემდებარება და შესაბამისად, მათში შენარჩუნებულია ვიტამინებისა და მინერალების დიდი რაოდენობა.

მაგნიუმის უკმარისობა - ეს ადამიანში შინაგან შფოთვას, მოუსვენრობას, გაღიზიანებასა და სწრაფად გადაღლას იწვევს. ზოგჯერ ადამიანი კიდურებში ჩხვლეტას, კრუნჩხვას, თავის ტკივილს, თმის ცვენასა და გულისცემის რიტმის დარღვევას გრძნობს, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ გახლავთ. ასეთ შემთხვევაში, ქიმიური ნივთიერებების ჩასანაცვლებლად შეიძლება ეფექტურად გამოიყენოთ ცერეცო, მდოგვის თესლი და ქინძი.


კალიუმის დეფიციტი - ეს მაგნიუმის ნაკლებობას ხშირად ერთვის. ამ დროს ადამიანს კიდურებზე გამუდმებით სცივა, მეხსიერება გაუარესებული აქვს, ჭრილობა რთულად უხორცდება და კანზე გამონაყარი აქვს. კალიუმი აუცილებელია ნერვიული სისტემისა და სახსრების რეგულაციისთვის. თუ ზემოჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ, გახსოვდეთ, რომ კალცის შემცველი სუნელებია მიხაკი, ქინძი და დარიჩინი.


რკინის დეფიციტი - ეს უმეტესად, ზოგადი სისუსტითა და ფერმკრთალობით გამოიხატება. ამ დროს სუნთქვა და გულისცემა გახშირებულია. რკინის შემცველი სუნელებია კურკუმა, დარიჩინი, ზაფრანა, ძირა (კვლიავი) და უცხო სუნელი.

ფარისებრი ჯირკვალი - ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იოდის შემცველი ზღვის პროდუქტების იშვიათმა გამოყენებამ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამდე მიგიყვანოთ. კურკუმა კი ამ დაავადების საიმედო პროფილაქტიკაა.

C ვიტამინის ნაკლებობა - ეს ადამიანში შრომისუნარიანობის დაქვეითებას, სისხლჩაქცევებსა და კბილების დაკარგვას იწვევს. C ვიტამინის შემცველი სუნელებია ჯანჯაფილი (კოჭა), მიხაკი და მწარე წიწაკა. ეს სუნელები ხუთჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი.

B1 ვიტამინის ნაკლებობა - ნერვიული ფუნქციის მოშლასა და დეპრესიას იწვევს. ამ ვიტამინის საკმაო რაოდენობას შეიცავს მდოგვის თესლი და კამა.

А ვიტამინის ნაკლებობა - თვალის სიმშრალესა და მხედველობის დაქვეითებაში გამოიხატება. ეს ვიტამინი აუცილებელია ადამიანის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის. А ვიტამინის შემცველი სუნელებია მიხაკი და დარიჩინი.

B2 ვიტამინის ნაკლებობა - თვალებისა და ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. ხშირად სისხლის მიმოქცევის პრობლემებიც ჩანდება. B2 ვიტამინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა კამა, ზაფრანა და წიწაკა.

დაბოლოს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სუნელების დოზირებას და მათი მოხმარების უკუჩვენებებს, რადგან დადებითი და უარყოფითი თვისება ყველა პროდუქტს, მათ შორის - სრულიად უვნებელ სუნელებსაც აქვს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი