სანელებელი მცენარეები ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!

რჩევები დიასახლისებს

16 იანვარი 12:00, 2017 წელი

ბუნებრივ პროდუქტს შეუძლია ძვირად ღირებული ქიმიური პრეპარატების ჩანაცვლება. ამასთანავე, გაცილებით უსაფრთხოდ და ეფექტურად. სანელებელი მცენარე სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება, რადგან გადამუშავებას არ ექვემდებარება და შესაბამისად, მასში შენარჩუნებულია ვიტამინებისა და მინერალების დიდი რაოდენობა.  

მაგნიუმის ნაკლებობა ადამიანში შინაგან შფოთვას, მოუსვენრობას, გაღიზიანებასა და სწრაფად გადაღლას იწვევს. ზოგჯერ ადამიანი კიდურებში ჩხვლეტას, კრუნჩხვას, თავის ტკივილს, თმის ცვენასა და გულისცემის რიტმის დარღვევას გრძნობს, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ გახლავთ. ასეთ შემთხვევაში, ქიმიური ნივთიერებები შეიძლება ეფექტურად ჩაანაცვლოთ ცერეცოს, მდოგვის თესლითა და ქინძით.


მაგნიუმის ნაკლებობას ხშირად კალიუმის ნაკლებობაც ერთვის. ამ დროს ადამიანს კიდურებზე გამუდმებით სცივა, მეხსიერება გაუარესებული აქვს, ჭრილობა რთულად უხორცდება და კანზე გამონაყარი აქვს. არცთუ იშვიათად, ზემოჩამოთვლილ სიმპტომებს საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი უნდობლობაც ემატება, თუმცა ეს ყველაფერი არაა. კალიუმი აუცილებელია ნერვიული სისტემისა და სახსრების რეგულაციისთვის. თუ ზემოჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ, გახსოვდეთ, რომ კალცის შემცველი სუნელებია მიხაკი, ქინძი და დარიჩინი. 


რკინის დეფიციტი უმეტესად, ზოგადი სისუსტითა და ფერმკრთალობით გამოიხატება. ამ დროს სუნთქვა და გულისცემა გახშირებულია. რკინის შემცველი სუნელებია კურკუმა, დარიჩინი, ზაფრანა, ძირა (კვლიავი) და უცხო სუნელი.

ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იოდის შემცველი ზღვის პროდუქტების იშვიათმა გამოყენებამ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამდე მიგიყვანოთ. კურკუმას გამოყენება კი ამ დაავადების საიმედო პროფილაქტიკაა.

C ვიტამინის ნაკლებობა ადამიანში შრომისუნარიანობის დაქვეითებას, სისხლჩაქცევებსა და კბილების დაკარგვას იწვევს. C ვიტამინის შემცველი სუნელებია ჯანჯაფილი (კოჭა) მიხაკი და მწარე წიწაკა. ეს სუნელები ხუთჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი.

В1 ვიტამინის ნაკლებობა ნერვიული ფუნქციის მოშლასა და დეპრესიას იწვევს. ამ ვიტამინის საკმაო რაოდენობას შეიცავს მდოგვის თესლი და კამა.

А ვიტამინის ნაკლებობა თვალის სიმშრალესა და მხედველობის დაქვეითებაში გამოიხატება. ეს ვიტამინი აუცილებელია ადამიანის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის. А ვიტამინის შემცველი სუნელებია მიხაკი და დარიჩინი.

В2 ვიტამინის ნაკლებობა თვალებისა და ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. ხშირად სისხლის მიმოქცევის პრობლემებიც ჩანდება. გახსოვდეთ, რომ ვიტამინი В2 მაღალი შემცველობაა კამაში, ზაფრანასა და წიწაკაში.

დაბოლოს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სუნელების დოზირებას და მათი მოხმარების უკუჩვენებებს, რადგან დადებითი და უარყოფითი თვისება ყველა პროდუქტს, მათ შორის სრულიად უვნებელ სუნელებსაც აქვს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?