„შპარგალკა“ დიასახლისებისთვის - როგორ გავზომოთ სითხის მოცულობა?

რჩევები დიასახლისებს
14.11.2016 12:00
615

ჩვენი რუბრიკის ერთგულმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ ე.წ. ჩაის ჭიქაში 200 გრ. შაქარი, 130 გრ. პურის ფქვილი და 170 გრ. ბრინჯი ეტევა, მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, როცა გასაზომია სითხის ოდენობა? როგორ გავარკვიოთ, რამდენია 200 მილილიტრი რძე ან 100 მილილიტრი წყალი? ჩვენი ცხრილი ამ რთული ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

1 ჩაის კოვზი - 5 მლ.
1 სუფრის კოვზი - 18 მლ.
¼ ჩაის ჭიქა - 50 მლ.
½ ჩაის ჭიქა - 100 მლ.
¾ ჩაის ჭიქა - 150 მლ.
1 ჩაის ჭიქა - 200 მლ.
1 და1/4 ჩაის ჭიქა - 250 მლ.
1 და1/2 ჩაის ჭიქა - 300 მლ.
2 და ½ ჩაის ჭიქა - 500 მლ.
3 ჩაის ჭიქა - 600 მლ.
4 და ½ ჩაის ჭიქა - 900 მლ.
5 ჩაის ჭიქა - 1 ლიტრი.

რაც შეეხება პროდუქტებს, ზოგიერთი მათგანი შედარებით მძიმეა, ზოგი კი - მსუბუქი. მაგალითად, 200 მლ-იან ჩაის ჭიქაში თავსდება:

200 მლ. წყალი, 200 მლ. რძე, 210 მლ. ნაღები, 250 მლ. შესქელებული რძე, 210 მლ. არაჟანი, 210 მლ. მაიონეზი, 265 მლ. თაფლი, 270 მლ. მურაბა, 200 მლ. ძმარი, 250 მლ. ტომატის პასტა. 180 მლ. გამდნარი მარგარინი, 185 მლ. გამდნარი კარაქი, 190 მლ. ზეთი.

დაბოლოს, პროდუქტების წონისა და ზომის შედარებითი მონაცემები:
1 სუფრის კოვზი - 3 ჩაის კოვზი, 
2 სუფრის კოვზი - 1/8 ჩაის ჭიქა, 
4 სუფრის კოვზი - 1/4 ჩაის ჭიქა,
8 სუფრის კოვზი - 1/2 ჩაის ჭიქა,
12 სუფრის კოვზი - 3/4 ჩაის ჭიქა, 
16 სუფრის კოვზი - 1 ჩაის ჭიქა, 
1 ჩაის ჭიქა - 1/4 ლიტრი, 
2 ჩაის ჭიქა - 1/2 ლიტრი,
4 ჩაის ჭიქა - 1 ლიტრი.

ავტორი: ნელი თორდია