10 იდეა, თუ როგორ მოაწყოთ პატარა ბოსტანი აივანზე (10 ფოტო)

საკნატუნო ამბები

14 ივლისი 16:00, 2015 წელი

ყველაზე პატარა აივანიც კი შეიძლება მოაწყოთ ისე, რომ შიგ პატარა ბოსტანი შექმნათ.

საინტერესო და სასარგებლო იდეები:


 

ქორფა მწვანილი კონტეინერში ან ხის ყუთში
მსგავსი მეთოდი  ყველაზე მარტივი გზაა იმისთვის, რომ საკუთარი თავი ახალი მწვანილებით გაათამამოთ. ამისთვის კი ნებისმიერი სიღრმის ჭურჭელი გამოგადგებათ.  მათი სიმაღლე მხოლოდ თქვენს მოლოდინსა და მიზნებზეა დამოკიდებული. გახსოვდეთ, რომ კონტეინერში დათესილ მწვანილს გაცილებით მეტი მოვლა სჭირდება, ვიდრე ღია ადგილზე.


ბოსტანი აივნის პაწაწუნა მონაკვეთზე
ეს იდეა, ძირითადად, შეზღუდულ სივრცეზე ხორციელდება, სადაც სხვადასხვა კულტურებს ინდივიდუალურ მონაკვეთზე თესენ. აივანზე შეგძლიათ ერთი ზომის კონტეინერები ერთმანეთთან ახლოს დაალაგოთ და თითოეულში სხვადასხვა სახეობის სალათები, მწვანილები, ბოსტნეული და მარცვლეული დათესოთ.


ბარდა ყვავილების ნაცვლად
ამისთვის შეგიძლიათ, ყვავილის ქოთნები გამოიყენოთ. დათესეთ შიგ ტკბილი ბარდა, რომელიც ხვეულად იზრდება. თუკი ქოთანს რამდენიმე ძაფს მივამაგრებთ, ბარდა მას აჰყვება სიმაღლეში და აივანზე პატარა ჩრდილსაც მოიწყობთ.


ვერტიკალური ბოსტანი პალეტებში
აივანზე ბოსტნის მოწყობა არა მხოლოდ ჰორიზონტალური ზედაპირებით არის შესაძლებელი, არამედ ვერტიკალურითაც.  მსგავს პალეტებში გაცილებით მოსახერხებელია სხვადასხვა ბოსტნეულის ნათესების მოვლა.


კენკრა ყვავილების ქოთანში მშვენივრად იზრდება
კენკრის  მოვლა ბაღში ყველას არ გამოსდის.  მათი ზოგიერთი ჯიში ყვავილების ქოთანშიც მშვენვრად იზრდება. პატარა სივრცეში გაცილებით მარტივია ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრა. ამგვარი ხერხით მოყვანილი კენკროვანი მცენარეები მოულოდნელი ყინვების წარმოშობის შემთხვევაშიც კი არ გაიყინება.


მძაფრი მცენარეები - ქონდარი, ქინძი, სალბი (შალფეი) არ არის აუცილებელი დიდი რაოდენობით დათესოთ. საკმარისია აივანზე  კონსერვის რამდენიმე ქილა დაგრუნტოთ და შიგ მცენარეები დათესოთ. შეგიძლიათ, ქილები თოკზე დაკიდოთ. გარდა იმისა, რომ პრაქტიკულია და თავისუფალ ადგილსაც დაზოგავთ, ამგვარად ისინი გაცილებით ორიგინალურად გამოიყურებიან.


პომიდორი სადილისთვის საკუთარი პატარა ბოსტნიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ. მათი გაზრდა გაზაფხულიდან შემოდგომამდე შეიძლება ისე, რომ ყოველდღიურად რამდენიმე მწიფე ნაყოფი მიიღოთ.


ქოთნებისა და დაკიდული კალათების არატრადიციული გამოყენება
აივანზე პატარა ბოსტნის მოწყობის კიდევ ერთი, მარტივი ხერხი დაკიდული კალათებისა და ქოთნების გამოყენებაა. ეს მოხერხებული ნივთები ბაღის კულტურისთვის იდეალურია. მათში მოსაყვანი მცენარეების არჩევანი უსაზღვროა.


დასათესად ნებისმიერი ზომის კალათა გამოგადგებათ, თუმცა მსგავს კალათებში შეგიძლიათ, რამდენიმე ქოთანი ჩადოთ, რომელშიც სხვადასხვა სახეობის მწვანილი გაქვთ დათესილი და რომელთა კომბინირება თქვენი თვალთახედვით და საჭიროებისამებრ შეგიძლიათ.


ორიგინალური გადაწყვეტილება პატარა ადგილისთვის
თუკი აივანზე თავისუფალი ადგილი არ გაქვთ, მცენარეების დათესვა სხვადასხვა წვრილმანების შესანახ ე.წ. „ჯიბეებში“ შეგიძლიათ, რომელთა კონსტრუქცია მათი მოაჯირზე დაკიდების საშუალებას იძლევა. თანაც, ისინი საკმაოდ ტევადია

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?