5 მულტფილმი, რომელიც მოზრდილებმა აუცილებლად უნდა ნახონ

საკნატუნო ამბები

24 თებერვალი 16:00, 2017 წელი

უკვე მრავლად არის ისეთი მულტფილმები, რომლებიც მხატვრულ ფილმებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ. ამ სტატიაში რამდენიმე ასეთ ანიმაციურ ფილმზე გიამბობთ.

Inside uot/თავდაყირა - ეს გახლავთ ფრანგული ანიმაცია, რომელიც ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა და მისმა პერსონაჟებმა მომენტალურად დაიპყრეს სოციალური ქსელები.

მულტფილმის სიუჟეტი ერთი შეხედვით უბრალოდ სახალისოა, თუმცა მასში მრავლად არის ისეთი დეტალები, რომლებიც გაგახსენებთ მომენტებს საკუთარი აწმყოდან და წარსულიდან და ძალიან ბევრ რამეს დაგანახვებთ სხვაგვარად.


 


 


Mr. Peabody & Sherman/ბატონი პიბოდი და შერმანი - ფილმის სიუჟეტის ძირითადი ხაზი პარადოქსულია, თუმცა ის მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე სახალისო მოგზაურობის საშუალებას მოგცემთ და ძალიან კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

ეს ანიმაცია კარგი გაკვეთილი იქნება მშობლებისთვისაც და მომავალი მშობლებისთვისაც, რადგან მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი იდეალური მამაა.


 


 


 


 


Zootopia/ზოოტოპია - ეჭვი გვაქვს, ეს მულტფილმი უკვე ნანახი გექნებათ, რადგან ეკრანებზე გამოსვლამდეც კი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუ ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ, რადგან ღიმილს, გულიან სიცილსა და სასიამოვნო სენტიმენტებს მრავლად იწვევს მაყურებელში.

ქართულ ლიტერატურასთან თუ გავავლებთ პარალელს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოოტოპია ილია ჭავჭავაძის მიერ მრავალგზის განხილული, ხიდჩატეხილობის პრობლემის ვრცელი თვალსაჩინოებაა და ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებშიც გვარწმუნებს.


 


Brave/მამაცი - ეს გახლავთ დისნეის ახალი თაობის პრინცესას, მირანდას ისტორია. ის არ ჰგავს სხვა პრინცესებს, არც მძინარე მზეთუნახავივით ლამაზია, არც ბელივით ჭკვიანი, არც კონკიასავით დამჯერი და არც ფიფქიასავით მზრუნველი.

მირანდა იმ თანამედროვე გოგონებს ჰგავს, რომლებსაც დამოუკიდებლობა სწყურიათ, არ ეშინიათ საკუთარი სურვილების და შეცდომის დაშვების შემთხვევაში ჰყოფნით სიმამაცე და ამ შეცდომის გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებენ.


 


 


Sausage Party/სოსისების წვეულება - ამ ანიმაციის ნახვა ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.

მაყურებელთა დიდმა ნაწილმა ის სახალისო პორნოგრაფიად მონათლა. მაყურებლის მეორე ნაწილმა კი ერთმანეთზე შეყვარებული და ამეტყველებული საკვები პროდუქტების ამ არარეალურ ისტორიაში სერიოზული ფილოსოფია წაიკითხა.
და მართლაც, სოსისების წვეულებაში ძალიან მკაფიო პარალელებია გავლებული ანიმაციის პერსონაჟებსა და ღმერთისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულებას შორის.
აქვე გაგაფრთხილებთ, სოსისების წვეულება რელიგიური ადამიანებისთვის მიუღებელი სიუჟეტის ფილმია და ღრმად ჩაფიქრების შემთხვევაში ათეისტსაც კი შეაშინებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?