8 პროდუქტი შეუდარებელი კანისთვის (8 ფოტო)

საკნატუნო ამბები

24 ივნისი 11:00, 2016 წელი

სახის კანის მდგომარეობა, მეტწილად, იმ საკვებ პროდუქტებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ყოველდღიურად იღებთ. რაციონის შეცვლით და მასში გარკვეული პროდუქტების შეტანით სახის კანის საუკეთესო კონდიციაში მოყვანა და მისი ფერის შეცვლაც კი მარტივად შესაძლებელია.

მაშ ასე, აირჩიეთ, პრობლემა, რომელიც გაწუხეთ და მიიღეთ ის პროდუქტი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

  • გამოკვეთილი ყვრიმალებისთვის: ისპანახი.
    ისპანახში დიდი რაოდენობის მიკროელემენტები შედის, რომლებიც სახის კანს უფრო ამკვრივებს და კანის დაბერების პროცესს ანელებს. ისპანახი, ასევე, მდიდარია A ვიტამინით, რომელიც კანს ჯანსაღ ელფერს აძლევს. მოამზადეთ მისგან სხვადასხვა სმუზი, დაამატეთ სალათებში და გამოიყენეთ სენდვიჩების მომზადებისას.

  • მკვრივი ლოყებისთვის: ხამანწკები.
    თუ გსურთ, რომ მკვრივი ლოყები გქონდეთ, ხანდახან გაანებივრეთ საკუთარი თავი ზღვის პროდუქტებით, განსაკუთრებით კი ხამანწკებით. ხამანწკები მდიდარია თუთიით და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით. მასში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობს კანის ტურგორის აღდგენას.

  • ნიკაპისთვის: მანდარინი.
    მანდარინი მდიდარია A და C ვიტამინებით, რომლებიც არა მხოლოდ აკნეს წარმოქმნას უშლის ხელს, არამედ ოპტიმიზაციას უწევს ეპიდერმისის განახლების პროცესს. როდესაც ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით არის A ვიტამინი, მოდუნებული კანისა და ნაოჭების პრობლემის აღმოფხვრა გაცილებით ადვილია.

  • ელასტიკური კანისთვის და მბზინვარე სახისთვის: ავოკადო.
    სხვა ხილისგან განსხვავებით, ავოკადოში შედის ომეგა-9, რომელიც აღადგენს დაზიანებულ ეპიდერმისს, ამშვიდებს კანს, ამცირებს გაღიზიანებასა და სიწითლეს. უჯერი ცხიმოვანი მჟავები კვებავს კანს, არბილებს და ზრდის მის დამცავ თვისებებს. მასში შემავალი ვიტამინი E ხელს უშლის ფოტოდაბერებას.

  • სქელი ტუჩებისთვის: წითელი წიწაკა.
    კაპსაიცინი, რომელიც წითელი წიწაკის შემადგენლობაშია, ტუჩებს უფრო ასქელებს. ის აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. ტუჩის გასადიდებელ საშუალებებში მის ექსტრაქტს სპეციალურად ურევენ.

  • გლუვი კისრისთვის: ბროკოლი.
    ახალგაზრდა და ლამაზი კისრის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია რაციონში ბროკოლის შეტანა. მასში შემავალი ვიტამინები იცავს კისრის ნაზ კანს მზის სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან და კანის დაბერების პროცესს ანელებს. ბროკოლი მდიდარია  B, C და E ვიტამინებით, რომლებიც ნაოჭებს ამცირებს და კანს მბზინვარებას ანიჭებს.

  • სუფთა კანისთვის: კურკუმა.
    ამ აღმოსავლური სუნელის ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები გამაოგნებელია. აზიაში, წყლითა და კურკუმით დამზადებული ბურთულებით ჭრილობებს იშუშებენ. გარდა ამისა, კურკუმა ხელს უწყობს კანის  დაზიანებული უჯრედების აღდგენას, გამოიყენება ფსორიაზისა და დამწვრობის მკურნალობის დროს.

  • შეშუპების საწინააღმდეგოდ: ბევრი წყალი.
    წყლის მიღება გაცილებით მნიშვნელოვანია ლამაზი კანისთვის, ვიდრე გასახდომად. რაც უფრო მეტ წყალს მიიღებთ, მით უფრო მეტ სითხეს გამოყოფს კანის უჯრედები. დაემშვიდობეთ შეშუპებას და სახის კანის მოყვითალო ფერს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?