„მუდმივი სხეული“ - ეპატაჟური ლესბოსელი ფოტოგრაფისგან (12 ფოტო)

საკნატუნო ამბები

11 იანვარი 21:00
33

„თუკი არ ხართ მზად, ნახოთ უფრო მეტი, ვიდრე ჩანს, თქვენ ვერაფერს ნახავთ“ - რუტ ბერნჰარდი.

ფოტოგრაფი რუტ ბერნჰარდი 1905 წლის 14 ოქტომბერს ბერლინში დაიბადა. ბერლინის აკადემიაში ორწლიანი სწავლის შემდეგ, 1927 წელს ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ფოტოგრაფის კარიერა დაიწყო.


1920-იანი წლების ბოლოს ბერნჰარდი მანჰეტენზე ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ლესბოსელების საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მოგვიანებით მან მემუარებიც დაწერა საკუთარ „ბისექსუალურ თავგადასავლებზე“.
გაშიშვლებული ქალბატონების გადაღება 1934 წლიდან დაიწყო და სწორედ ამ ჟანრში გახდა ცნობილი და პოპულარული.
1967 წელს მისი ლესბოსელური თავგადასავლები დასრულდა.
62 წლის ასაკში მას მოულოდნელად 50 წელს გადაცილებული მამაკაცი შეუყვარდა და მასთან ერთად 30 წელი იცხოვრა.