ინკების მიერ აგებულმა უძველესმა გზამ თითქმის ექვს ასეულ წელს გაუძლო. ის ხან ჯუნგლებში გადის, ხან - მთების ფრიალო ფერდობებს მიუყვება. ვინც ამ რთულ მარშრუტს ბოლომდე გაუძლებს, დასასრულს საოცარი სიურპრიზი ელოდება - ინკების იმპერიის უძველესი წმინდა ქალაქი მაჩუ-პიკჩუ.