„აჩუქე შეხება“ - გადამდები ემოციები სტუდია „ქაითისგან“

საკნატუნო ამბები

13 მარტი 20:30, 2017 წელი

„ხშირად ძვირად ღირებულ საჩუქრებს შეხებით გადაცემული სიყვარული და მონატრებული ადამიანების ნახვა სჯობს. თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებსა და ბავშვებს სითბო და ყურადღება ერთფეროვან და ტკივილიან ცხოვრებას ულამაზებთ“, - სტუდია „ქაითის“ რეჟისორი ხათუნა კეთილაძე იმ პროექტის შესახებ საუბრობს, რომლის მიზანი თავშესაფრებში მყოფი მოხუცებისა და ბავშვების სურვილების ასრულებაა.

სტუდია „ქაითი“ ახორციელებს თბილ და გადამდებ სოციალურ პროექტს „აჩუქე შეხება“ - „gift your touch“, რომლის მონაწილეები თავშესაფრებში მყოფი მოხუცები და ბავშვები არიან, მიზანი კი - მათი სურვილების ასრულებაა. 


- ქალბატონო ხათუნა, უმეტესად რა სურვილები აქვთ პროექტის მონაწილეებს?
- როდესაც „კათარზისის“  მოხუცთა თავშესაფარს ვესტუმრეთ და ვთხოვეთ, თავიანთი სანუკვარი სურვილები გაემხილათ, დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ის, რომ თითოეული მათგანის სურვილი არა ძვირად ღირებული მაცივარი, ტელევიზორი ან მედიკამენტები, არამედ საყვარელი ადამიანების ნახვა და მათი შეხება იყო. ეს, ერთი შეხედვით, რთულად ასასრულებელი სურვილები გახლდათ. იგივე სიტუაცია დაგვხვდა თავშესაფრებში, რომლებიც სათითაოდ შემოვიარეთ. ზოგმა შვიდი წლის მონატრებულ შვილიშვილთან ჩახუტება ისურვა, ზოგს 30 წლის წინანდელი ოქროსუბნელი მეზობლის ნახვა უნდოდა. და დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეგვესრულებინა მათი სურვილები  და გადავწყვიტეთ, რომ, მოხუცების გარდა, ჩვენი აქციის გმირები გამხდარიყვნენ შშმ პირები და თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ბევრი მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ ახლობლებისა თუ ნათესავების მონახულებას. სტუდია „ქაითის“ ამ სიურპრიზს სულ მალე ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში იხილავთ.


-  რა გამოხმაურება მოჰყვა პროექტს?
- ჩვენი გამოფენის სენსიტიურმა იდეამ  დიდი გამოხმაურება ჰპოვა უცხოელ პროფესიონალ ფოტოგრაფებში, ჩემს კოლეგებსა თუ, უბრალოდ, ფოტომოყვარულებში, რომლებმაც უკვე გამოაგზავნეს საკუთარი ნამუშევრები და ჩვენი სტუდია ბარსელონასა და ათენის  ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობებზეც მიიწვიეს. აზერბაიჯანელი რეჟისორებისა და ფოტოგრაფებისგან მივიღეთ წინადადება, პროექტის ფარგლებში ერთობლივი ფოტოგამოფენა მოგვეწყო. პირველი გამოფენა ჩატარდება თბილისში, ცნობილი ქართველი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფების მონაწილეობით. გამოფენის დროს მოეწყობა საქველმოქმედო პერფორმანსი მოხუცთა თავშესაფრის რამდენიმე მოხუცისთვის. მეორე გამოფენა უკვე ბაქოში გაიმართება.
როგორც გაირკვა, ასეთ ერთობლივ ფოტოგამოფენას რეგიონში პრეცედენტი არ ჰქონია. სითბო და სიყვარული, მართლაც, გადამდებია.
პროექტის მეორე ეტაპზე კი ვგეგმავთ,  ქართულ-აზერბაიჯანული ერთობლივი გამოფენით უკვე ათენის ხელოვნების ბაზრობაზე წარვდგეთ.
გამოფენა გაშუქდება როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ მედიაში. მომზადდება სიუჟეტები საიტებისთვის BBC.ru და abcNEWS, რომლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჩვენი გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
მინდა, სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენს გამოფენაში Funtime-ის ნიჭიერი ფოტოგრაფი ალექსანდრე სხულუხიაც მონაწილეობს.


- სამომავლოდ რა გეგმები აქვს სტუდია „ქაითის“?
- კიდევ ერთი სიახლე, რასაც სტუდია „ქაითი“ ექსკლუზიურად Funtime-თვის აანონსებს, გახლავთ ის, რომ ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებით, ზაფხულის დასაწყისში ვგეგმავთ გამოფენას სლოგანით - „ევროპა მიდის ძველ ევროპაში“, რომელშიც უკვე  ევროპელი ფოტოგრაფები მიიღებენ მონაწილეობას.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?