სვანი მოჭრილ ბოძს ფეხზე დგამს და ზედ მიძვრება. ბოძი წაიქცევა. ისევ ააყენებს და მიძვრება და ასე შემდეგ. დაიტანჯა.
- რას აკეთებ? - ეკითხება გამვლელი.
- ამ ბოძის სიმაღლე მინდა გავზომო და ეგ კიდევ იქცევა, მერამდენედ ჩამოვვარდი.
- მერე დადე მიწაზე და ისე გაზომე!
- მეც ეგრე ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა ძმამ თქვა, ეგ სიგრძე გამოვაო.