მეგან ფოქსმა, დაახლოებით, ერთი წლის წინათ, მას შემდეგ, რაც მესამე შვილი გააჩინა, პატარა ტაიმაუტი აიღო და გადაღებებზე უარი თქვა, რათა პატარებთან მეტი დრო გაეტარებინა. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი მთავარი სექსსიმბოლო უსაქმურად ზის. დეკრეტში მსახიობი ახალ ამპლუას ირგებს. „ტრანსფორმატორების“ ვარსკვლავი Frederick’s Of Hollywood თეთრეულის რეკლამაში გადაიღეს.
როგორ გამოიყურება Frederick’s Of Hollywood-ის თეთრეული, ამას თავად მეგანის ფოტოებიდან გაიგებთ. 30 წლის მსახიობმა გადაწყვიტა, ლუქბუქის შექმნა არავისთვის მიენდო და თეთრეულის ახალ კოლექციაში თავადვე იპოზიორა.
თამამი ფოტოსესია საუკეთესო დასტურია იმისა, რომ 3 შვილის დედამ იდეალური ფორმები მალევე დაიბრუნა.