როგორ წარმოედგინათ ადამიანებს 100 წლის წინათ დღევანდელი რეალობა? (20 ფოტო)

საკნატუნო ამბები

20 მარტი 19:00
3409

ჩვენი წინაპრების წინასწარმეტყველებიდან ბევრი რამ ასრულდა...

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს სხვადასხვა ევროპელი ხელოვანის მიერ დახატული ღია ბარათები გამოჩნდა, რომლებიც მომავალს წინასწარმეტყველებდა. ასეთ ღია ბარათებს სიგარეტის კოლოფებსა თუ შოკოლადის ყუთებში აღმოაჩენდით... 

  • ჩვენი წინაპრები ფიქრობდნენ, რომ ცოდნას მოსწავლეებს სკოლაში სპეციალური ყურსასმენების საშუალებით ჩაუნერგავდნენ. 

  • დალაქებს სპეციალური რობოტი დაეხმარებოდათ კლიენტების მომსახურებაში.

  • ტაქსები იფრენდნენ.

  • მეხანძრეებს სპეციალური ფრთიანი ფორმები ექნებოდათ.

  • პოლიციელები მფრინავი გაჯეტებით დაედევნებოდნენ დამნაშავეებს.

  • ომები ჰაერში გადაინაცვლებდა და საბრძოლო გემები საჰაერო ბუშტის საშუალებით იფრენდნენ.

  • ფერმერებს მოსავლის ასაღებად ერთ ადგილას ჯდომა და ელექტრომოწყობილობის მართვა დასჭირდებოდათ. 

  • დიასახლისებს საქმეს სპეციალური დამხმარე გაუმარტივებდათ.

  • იარსებებდა წყალქვეშა ავტობუსები, რომლებსაც ვეშაპი გადააადგილებდა.

  • რბოლა გველთევზებით

  • წყალქვეშა თამაში

  • თევზაობა სახეს შეიცვლიდა...

  • აშენებულ კორპუსებს მატარებლით სურვილისამებრ გადააადგილებდით.

  • საჰაერო ბუშტები ყოველდღიურ ტრანსპორტად იქცეოდა.

  • ადამიანები შეძლებდნენ წყალზე სიარულს ინდივიდუალური საჰაერო ბუშტების დახმარებით.

  • იარსებებდა მატარებელი-ნავები

  • მთელი ქალაქის თავზე აშენებული სახურავები ძლიერი წვიმისგან დაიცავდა მაცხოვრებლებს.

  • ავტომატურად მოძრავი ბილიკები წაგიყვანდათ იქ, სადაც გსურდათ.

  • ამინდის მაკონტროლებელი მანქანა ღრუბლებს გაფანტავდა.

  • შეძლებდით ვიდეოზარების განხორციელებას. 

წყარო: brightside.me