მარნეულის ბიბლიოთეკა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

საკნატუნო ამბები

21 მარტი 15:40, 2017 წელი

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების მქონე საჯარო ბიბლიოთეკა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ლენტის გაჭრის  ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მხარის გუბერნატორმა  პაატა ხიზანაშვილმა და  მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა. ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე,  პოლონური  დელეგაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

პრეზიდენტმა ბიბლიოთეკის შიდა ინტერიერი დაათვალიერა და შთაბეჭდილებების წიგნში პირველი ჩანაწერი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ არსებობდა ბიბლიოთეკა, გამომდიანრე აქედან, მოქალაქეების სურვილის გათვალისწინებით და გამგებლის ინიციატივით, 2014 წელს ოქტომბერში, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე რუსთაველის #71–ში დაიწყო,

შენობა  ორსართულიანია, გადაწყვეტილია რკინა–ბეტონის მონოლითურ კარკასში და არის მართკუთხა ტრაპეციული ფორმის. შენობას აქვს გადაშლილი წიგნის ფორმა.

უნდა აღინიშნოს, რომ მარნეულში მცხოვრებთ მსგავსი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ. მომხმარებლებს ამ სივრცეში ექნებათ საშუალება, ლიტერატურის მოძიებისთვის გამოიყენონ როგორც ფიზიკურად არსებული წიგნის ფონდი, ისე ელექტრონული რესურსი და ინტერნეტით მოპოვებული საჭირო ინფორმაცია.

ახლად გახსნილი ბიბლიოთეკა იქნება საუკეთესო ადგილი ლიტერატურული საღამოების მოსაწყობად, კონფერენციების, ტრეინიგებისა და საქმიანი შეხვედრების ორგანიზებისთვის.

ბიბლიოთეკის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს მარნეულში სხვადასხვა ეთნოსების ინტეგრაციას, კულტურული ურთიერთიერთობების გაღრმავებას და ტოლერანტული დამოკიდებულების განმტკიცებას.

შენობაში  განთავსებულია  საბიბლიოთეკო, სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და  ტურიზმის  მიმართულების სივრცეები.

შენობა აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით – ავეჯითა და სუვენირებით. ბიბლიოთეკის წინ მოეწყო სკვერიც.

პროექტის ფარგლებში  გამწვანდა აღნიშნული ტერიტორია ბალახითა და ბუჩქოვანი ხე-მცენარეებით.
სკვერის ტერიტორიაზე  ასევე აშენდა მცირე ზომის ერთსართულიანი კაფე ტერასით, რომელიც გათვლილია მხოლოდ მზა პროდუქციისა და უალკოჰოლო სასმელის რეალიზაციისათვის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის, ინვენტარითა და საჭირო დეკორაციებით აღჭურვისთვის, სკვერის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, 336  048 ლარი დაიხარჯა. 

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?