გურული ავიდა ავტობუსში.
- უკან გადაიწიეთ, - ამბობს მძღოლი.
გურულმა ორი ნაბიჯით გადაიწია.
- გადაიწიეთ უკან! - ცოტა ხანში ისევ აყვირდა მძღოლი.
გურულმა ისევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
მესამედაც რომ მოითხოვა მძღოლმა უკან გადაწევა, ახლა გურული აყვირდა:
- ე, ძამა, ფეხით სიარული რო მდომოდა, ამ ავტობუსში კი არ ამევიდოდი!