სურათების გაცოცხლების სურვილი, ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული, ყველა დროში ჰქონდათ - მაგ., ლარნაკებსა თუ სხვა ნივთებზე გამოსახული ერთი და იგივე ფიგურა სხვადასხვა მოძრაობაში, ჩრდილების თეატრი ჩინეთში, წარმოდგენები, რომლებსაც არტისტი სურათების მონაცვლეობით აწყობდა და ა.შ. თუმცა გამოსახულებისთვის „სულის ჩადგმა“ (ლათინური anima/სული) უფრო გვიან გახდა შესაძლებელი. ანიმაციის ისტორია 1833 წელს იწყება, მას შემდეგ, რაც ბელგიელი ფიზიკოსის ჟოზეფ პლატოს გამოგონება - ფენაკისტისკოპი სერიულ წარმოებაში ჩაეშვა.