ქვეყნები, სადაც ინტერნეტი აკრძალულია

საკნატუნო ამბები

6 აპრილი 15:00, 2017 წელი

ამ ქვეყნებში ინტერნეტი და სოციალურ ქსელებში აქტიურობა აკრძალულია ან მხოლოდ სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად ინტერნეტკაფეებში შეიძლება.

ჩრდილოეთი კორეა
იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ არსებობს, პირველ რიგში, ჩრდილოეთი კორეა მიეკუთვნება. არსებობს მხოლოდ „მსოფლიო აბლაბუდასგან“ იზოლირებული სპეციალური შიდა ქსელი და ისიც მხოლოდ „რჩეულთათვის“. ჩვეულებრივ ინტერნეტთან წვდომის საშუალება მხოლოდ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას აქვს.


ბირმა
ამ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში სამხედრო რეჟიმი მძვინვარებდა, რამაც მოქალაქეებში თავისუფალი აზრის და ზოგადად, თავისუფლების ცნება მთლიანად გააქრო. ინტერნეტთან წვდომა ბირმის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს. დანარჩენებისთვის ინტერნეტაქტივობები მკაცრად აკრძალულია და ზოგ შემთხვევებში, უვადო პატიმრობითაც კი ისჯება.


ეთიოპია
მოსახლეობის სიღატაკისა და სახელმწიფო ცენზურის გამო, კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს.


აღმოსავლეთი ტიმორი
ეს კუნძულოვანი სახელმწიფო ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობს, თუმცა ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს აქვს.


აფრიკა
მოსახლეობის სიღატაკისა და გაუნათლებლობის გამო, აფრიკის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის კონგოში, ინტერნეტით მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები სარგებლობს.


თურქმენეთი
ამ ქვეყანაში ინტერნეტით სარგებლობა წარმოუდგენელ ფუფუნებად მიიჩნევა. თურქმენეთის ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ მოქალაქეებისთვის ინტერნეტი მოუწვდომელი იყოს, ამიტომ ქსელში ჩართვის ფასი რამდენიმე თვის ხელფასზე მეტია. სახელმწიფო, რომელიც არასასურველ გვერდებს ბლოკავს და საკუთარი მოქალაქეების საფოსტო სერვისებს აკონტროლებს, ერთადერთი სერვის-პროვაიდერია. თურქმენეთში დაბლოკილია ყველა უფლებადაცვითი ორგანიზაციისა და მსხვილი საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდი.


ვიეტნამი
ამ ქვეყნის ხელისუფლება კომპანიებისგან Yahoo, Google და Microsoft ითხოვს იმ ვიეტნამელების სიას, რომლებიც აღნიშნული კომპანიების სერვისებით სარგებლობენ. ქვეყანაში შექმნილია სპეციალური მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ინტერნეტში საკუთარი მოქალაქეების მიმოწერას და სხვა სახის აქტივობებს აკვირდება. ამ ქვეყანაში იბლოკება ხელისუფლებისთვის არასასურველი ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო და უფლებადაცვითი ორგანიზაციების ვებგვერდები.


ტუნისი
ტუნისელი ინტერნეტპროვაიდერები ვალდებულნი არიან, ხელისუფლებას ანგარიში ჩააბარონ იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ინტერნეტში ხანგრძლივი დროით იმყოფებიან. რაც შეეხება ბლოგერებს, მათი პირადი მონაცემები, სახელების, პაროლებისა და IP მისამართების ბაზა სპეციალურ სახელმწიფო სამსახურებს გადაეცემათ.


სირია
ან ქვეყანაში პატიმრობა ელის ნებისმიერ ბლოგერს, რომელიც სირიის ხელისუფლების მიმართ უარყოფით ან კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავს. მომენტალურად იბლოკება ვებგვერდები, სადაც სირიის ხელისუფლების კრიტიკა გაჟღერდა. სირიული ინტერნეტკაფეების მფლობელები ვალდებულნი არიან, თავიანთი კლიენტების ინდენტიფიცირება მოახდინონ და მონაცემები სახელმწიფო სამსახურებს გადასცენ.


ზემოჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, ინტერნეტთან თავისუფლად წვდომის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემებია ჩინეთში, ირანში, საუდის არაბეთში, კუბაში და ა.შ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?