სააღდგომო ფასდაკლება „ჯორჯიან ეარვეისისგან“ ვენის და ამსტერდამის მიმართულებით
საკნატუნო ამბები
6 აპრილი 16:15, 2017 წელი
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებს ვენის და ამსტერდამის მიმართულებებზე სააღდგომო ფასდაკლებას სთავაზობს. ფასდაკლება ვრცელდება როგორც თბილისიდან - ამსტერდამის და ვენის, ასევე ამსტერდამიდან და ვენიდან - თბილისის მიმართულებით ორმხრივ ბილეთებზე.
როგორც ჯორჯიან ეარვეისში განგვიცხადეს, სააღდგომო ფასდაკლების ფარგლებში 2 გზის ბილეთების ღირებულება შეადგენს 319 ევროს. ფასდაკლებით სარგებლობა მგზავრებს 6 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.georgian-airways.com
ავტორი: თინათინ გოგიშვილი