მსახიობები, რომლებმაც საუკეთესო როლი ორსულობის დროს შეასრულეს (12 ფოტო)

საკნატუნო ამბები

17 აპრილი 20:53
766

ხანდახან რეჟისორები მსახიობებს ზედმეტად რთული დავალების წინაშე აყენებენ - დამალონ თავიანთი ორსულობა. წარმოგიდგენთ 12 მსახიობს, რომლებმაც შეასრულეს დაუვიწყარი როლები, ჩვენ კი ვერც კი ვიეჭვეთ, რომ ისინი ამ დროს ორსულად იყვნენ.

  • ლინა ჰიდი - „სამეფო კარის თამაშები“ (მე-5 სეზონი)
    სერიალის მეხუთე სეზონის გადაღებისას მსახიობი, რომელიც ბოროტი სერსეის როლს ასრულებს, ხუთი თვის ფეხმძიმე იყო.

  • ბლეიკ ლაივლი - „ადელაინის ასაკი“ და „სისხლიანი ნაპირი“

    გადაღებების ბოლომდე მსახიობი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, მხოლოდ The Shallows-ის ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოიყენეს დუბლიორი.

  • ქეით უინსლეტი - „დივერჯენტი“

    ფილმის გადაღებებისას მსახიობი 5 თვის ორსული იყო. ტრიუკების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც იმშობიარა, დამატებითი სცენების გადაღებებისას ყველაფერი თავად გააკეთა.

  • სარა ჯესიკა პარკერი - „სექსი დიდ ქალაქში“ (მე-5 სეზონი)

    მსახიობმა ორსულობის შესახებ გადაღებების პირველივე დღეებში შეიტყო. სტილისტებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მაყურებლის ყურადღება ნათელ აქსესუარებზე გადაეტანათ, თუმცა სეზონის შემოკლება მაინც გახდა საჭირო. ამიტომაც მეხუთე სეზონში სულ 8 სერიაა.

  • ჰელენა ბონემ კარტერი - „სუინი თოდი“

    ალბათ, ჰელენას ორსულობა არ შეგიმჩნევიათ. სცენების უმრავლესობა ორსულობის პირველ თვეებში გადაიღეს, შემდგომში კი კორსეტით სცადეს მუცლის გადაფარვა, თუმცა ყოველდღიურად მზარდ მკერდს ვერაფერი მოუხერხეს. 

  • დრიუ ბერიმორი - „არეულები“

    მსხიობმა ორსულობის შესახებ კონტრაქტზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში შეიტყო. კოსტუმის დიზაინერებმა ბევრი იმუშავეს, რათა მუცელი მაყურებლისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო. 


  • სკარლეტ იოჰანსონი - „შურისმაძიებლები: ალტრონის ერა“

    მისმა ფეხმძიმობამ მთელი გუნდის მუშაობის გრაფიკი შეცვალა. შავი ქვრივის ყველა სცენა დასაწყისში გადაიღეს, თუმცა სკარლეტი მალე იღლებოდა, რის გამოც გადაღებების პროცესი იწელებოდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს, დუბლიორისთვის მიემართათ.

  • ანჯელინა ჯოლი - „შეცვლა“

    ისეთი ემოციური ფილმის გადაღებების პროცესი, როგორიც Changeling-ია, ანჯელინასთვის ძალიან სტრესული იყო. გადღებების დასრულებიდან რამდენიმე თვეში ენჯიმ ტყუპი გააჩინა.

  • რიზ უიზერსპუნი - „ამაოების ბაზარი“

    მსახიობს ორსულობის დამალვაში უმშვენიერესი კაბები დაეხმარა, როცა საჭირო იყო კი ავეჯის უკან დგებოდა, ასე რომ, მისი მთლიანი ფიგურა ფილმში თითქმის არსად ჩანდა და მისი ხუთი თვის ორსულობაც მაყურებელს არ შეუმჩნევია. 

  • კორტნი კოქსი - „მეგობრები“ (მე-10 სეზონი)

    სერიალის ბოლო სეზონის გადაღებებისას მსახიობი 5 თვის ორსული იყო დიდი ზომის თავისუფალი ტანსაცმელი მის ორსულობას ყოველთვის მალავდა.

  • ემილი ბლანტი - „გოგონა მატარებელში“ და „ტყეში“

    ემილიმ ორსულობის შესახებ გადაღებების დაწყებისას შეიტყო და გადაწყვიტა, ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეენახა. მსახიობი ამბობს, რომ ორსულობა, სინამდვილეში, დაეხმარა კიდეც ემოციურად არასტაბილური პერსონაჟის როლის შესრულებაში. ემილის უკვე ჰქონდა ფეხმძიმობისას ნათამაშები ჰქონდა ფილმში Into the Woods. 

  • ჯენუარი ჯონსი - „შეშლილები“

    მეხუთე სეზონის გადაღებებისას სცენარისტებმა გადაწყვიტეს, სცენარი ცოტათი შეეცვალათ და ჯენუარის პერსონაჟს წონაში სტრესის გამო მოამატებინეს. მსახიობს სპეციალურ გრიმს უკეთებდნენ, რომელსაც ყოველ ჯერზე 5-6 საათს ანდომებდნენ.