ეთიოპიური ტომი, სადაც ღიპი მამაკაცს სერიოზულ პრივილეგიებს ანიჭებს!

საკნატუნო ამბები

18 აპრილი 13:18
668

ერთ-ერთი ეთიოპიური ტომის „ბოდის“ ყველაზე სიმპათიური მამაკაცის გამოსავლენად ტომის წევრები აწყობენ ტრადიციულ კონკურსს, სახელწოდებით „კელი“, ანუ „მსუქნების შეჯიბრება“. გაიმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე დიდი ღიპი აქვს, ღიპი კი მამაკაცს არა მხოლოდ ნამდვილი გმირის სტატუსს, არამედ სერიოზულ პრივილეგიებსაც ანიჭებს.

  • „ბოდის“ ტომში მთავარი სიმდიდრე ძროხაა. სწორედ ასეთი „მაჩოები“ განასახიერებენ ტომის სიმდიდრესა და ჯანმრთელობასაც. იმის გამოსავლენად, ვინ უფრო „მომხიბვლელია“, ტომში არსებობს ტრადიციული დღესასწაული, სახელწოდებით კელი, ანუ „მსუქნების შეჯიბრება“. მონაწილეები შეჯიბრებისთვის მზადებას ნახევარი წლით ადრე იწყებენ. 

  • რძე, სისხლი და ცხოვრების პასიური წესი - სულ ეს არის, რაც „ბოდის“ მამაკაცებს სილამაზისთვის სჭირდებათ. შეჯიბრებაში მონაწილეობა მხოლოდ ახალგაზრდა, დაუქორწინებელ მამაკაცებს შეუძლიათ. სამზადისი მარტივია - მონაწილეები სვამენ ძროხის განსაკუთრებით ცხიმიან რძესა და ძროხის სისხლს და, ფაქტობრივად, არ მოძრაობენ. დღესასწაულის დღეს მონაწილეები ტანს სხვადასხვა ნახატებით იხატავენ და ასე მიემართებიან შეჯიბრებაზე. 

  • მამაკაცი, რომელზეც ტომის ყველა ქალი ოცნებობს.

     
წყარო: ladysterritory.ru