აღდგომის დღესასწაული ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარმა, ტრადიციულად, მშობლიურ გურიაში აღნიშნა

საკნატუნო ამბები

18 აპრილი 17:42, 2017 წელი

ნინო წილოსანმა სადღესასწაულო დღეები მთლიანად თავის მოსახლეობასთან გაატარა. დეპუტატი რამდენიმე სოფელში ოჯახებს პირადად ესტუმრა და სადღესასწაულოდ, სხვადასხვა პროდუქტთან ერთად, ერკეთის დედათა მონასტერში სპეციალურად დამზადებული პასკები და იქვე შეღებილი სააღდგომო კვერცხები გადასცა.

ნინო წილოსანი ლანჩხუთში, ფეხბურთში საქართველოს ქალთა ეროვნულ ჩემპიონატსაც დაესწრო. დეპუტატმა ქალთა ს/კ ,,ლანჩხუთის" წევრები, „სარბიელთან“ ერთად, სახელობითი მაისურებით დაასაჩუქრა. მაჟორიტარისგან დაპირებული საჩუქრები მიიღეს ლესის მცირე საოჯახო ბავშვთა სახლის „იმედის სხივის“ აღსაზრდელებმა და მაჩხვარეთის ბიბლიოთეკამ.
საეკლესიო და საოჯახო რიტუალების შემდეგ დღესასწაულმა სოფელ შუხუთის ცენტრში გადაინაცვლა, სადაც ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულზე ლელო ბურთი იმართება. წელს ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარის ნინო წილოსანის ინიციატივით და მხარდაჭერით, ლანჩუთის გამგეობასთან ერთად ღონისძიებებს უფრო მასშტაბური და სახალხო სახე მიეცა.

შუხუთის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში პარალელურად მიმდინარეობდა სხვადახვა აქტივობა: ფეხბურთი, ჭადრაკი, ნარდი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაქაჩვა. ნინო წილოსანი, ცენტრში შეკრებილ მოსახლეობასთან ერთად, ყველა ამ ღონისძიებას დაესწრო. დაათვალიერა ლელოს სამუზეუმო ექსპონატები, ასევე სამხატვრო სკოლისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, დახლებზე გამოტანილი ადგილობრივი წარმოების პროდუქტები.

მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებიც ზრუნავდნენ, რომლებიც ტრადიციულ გურულ სიმღერებს ასრულებდნენ. ნინო წილოსანმა, გამგებელთან და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესთან ერთად, შუხუთის სკოლის ეზოში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა, საიდანაც ყველას შეეძლება წიგნის წამოღება და დაბრუნება, და ასევე ახალი წიგნებით შევსება.

დეპუტატმა საპატიო ლანჩხუთელებიც დააჯილდოვა. ასევე დაჯილდოვდნენ სპორტსმენებიც. ღონისძიებები კი ლელო ბურთმა დაასრულა. ტრადიციული თამაში წელს ზემო შუხუთმა მოიგო.
„საოცარი დღეა. ყველას კარგი განწყობა აქვს და ერთმანეთს გადავცემთ ამ სიხარულს. მიხარია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. აღდგომა და ლელო აქ განუყოფელია, ვგეგმავთ, რომ მომავალში ეს დღე უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და ადგილობრივ მნიშვნელობას გასცდება. დღესაც დავინახე რამდენიმე ტურისტი, და მინდა, რომ უფრო მეტმა გაიგოს ამ ტრადიციის და საერთოდ, გურიის შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ დღეს გავხსენით სკვერის სამკითხველო. მას ლელოს ბურთის ფორმა აქვს და ამით ორმაგი დატვირთვა ენიჭება:
ეს არის ერთგვარი სიმბოლო ამ სოფლისა და ამასთან მოსწავლეებს, ახალგაზრდებს ახსენებს, რომ წიგნის კითხვაც ისეთივე დიდი აზარტია, როგორც ეს სახალხო თამაში. ზემო შუხუთელებს ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებას. გურიას და მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს,“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?