შეიძლება თუ არა დაცემინების შეკავება?

საკნატუნო ამბები

20 აპრილი 09:00
106

თუკი ამ კითხვაზე პასუხს ინტერნეტში ეძებთ, ზუსტი პასუხის მიგნება გაგიჭირდებათ, თუმცა სიმართლე ერთია - დაცემინების შეკავება ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

მეცნიერების მტკიცებით, ადამიანებს, რომლებიც ხშირად იკავებენ ცემინებას, ყურის ნიჟარისა და თვალის სისტემის პრობლემები აქვთ. ასევე, სპეციალისტების მტკიცებით, სასურველია, დაცემინების შემდეგ ცხვირის გამოწმენდა.


ექიმების განმარტებით, დაცემინება ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანო არ არის, ხოლო მისი შეკავება, პირიქით - ზიანს აყენებს მას. ექიმ გერმან ლიკუტოვის სიტყვებით, დაცემინების შეკავება იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ჰაიმორიტი, შაკიკი, აორტის გასკდომა და ინსულტსაც კი და ამის უამრავი შემთხვევა არსებობს. ამგვარი საშიში შედეგის მიზეზია ის ძალა, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს, როდესაც ის ცემინების შეკავებას ცდილობს. ამ ძალას ხშირად ორთქლის ქვაბის აფეთქებას ადარებენ.


თუ გსურთ, დაცემინებისგან თავი შეიკავოთ, უმჯობესია, ცემინება „შენიღბოთ“ ისე, რომ ჰაერი გარეთ არ გამოუშვათ და პირიქით, ცხვირში დაატრიალოთ. ამ უნარის გამომუშავება ნამდვილად ჯილდოს იმსახურებს, მაგრამ სწავლა არასდროს არის გვიანი.

წყარო: hsl.guru