როგორ საუზმობენ სუპერმოდელები (16 ფოტო)

საკნატუნო ამბები

20 აპრილი 11:20
687

საინტერესოა, რითი იწყებენ დილას მირანდა კერი, ჟიზელ ბიუნდჰენი, ჯიჯი ჰადიდი და სხვები, რადგან ეს, გარკვეულწილად, მათი იდეალური ფორმების საიდუმლოა...

  • ჯიჯი ჰადიდი

  • სუპერმოდელი ხშირად სტუმრობს მისი სახლის ახლოს მდებარე კაფეს საუზმისთვის. მოდელის სიტყვებით, აქ ყველაზე გემრიელ ათქვეფილ კვერცხს, ბეკონსა და ტოსტებს ამზადებენ, რაც კი მას ოდესმე გაუსინჯავს. თუ ჰადიდი თავის ბოიფრენდთან ერთად საუზმობს, ბრიტანელ მომღერალ ზეინ მალიკთან, მაშინ ტრადიციულად ინგლისურ საუზმეს მიირთმევენ - ლობიო ტომატის სოუსით.

  • კენდის სვეინპოლი

  • კენდისის ჩვეულებრივ დილის მენიუში აუცილებლად შეხვდებით კვერცხს ბეკონით ან იოგურტს, კრუასანსა და ყავას. და რაც მთავარია - ბევრ ხილს!

  • მირანდა კერი

  • „ჩემი დღე იწყება ჭიქა ცხელი ლიმონიანი წყლით - ეს საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის სტიმულირებისთვის აუცილებელია. ამის შემდეგ, ჩვეულებრივ, ვსვამ სმუზის კომბოსტოს, კიტრის, ნიახურისა და ისპანახისგან. შემდეგ კი ვჭამ კვერცხსა და ავოკადოს, ანდაც შვრიის ფაფას. თუ დრო მაქვს, მაშინ კინოას ვამზადებ“, - გაამხილა მირანდამ დილის საიდუმლო ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • კარლი კლოსი

  • მოდელი დილას ტრადიციული პროტეინებით მდიდარი კოქტეილით იწყებს. ჩაიწერეთ რეცეპტი: ცილოვანი შოკოლადის ფხვნილი, ნუშის რძე, ბანანი და მაყვალი. იქიდან გამომდინარე, რომ დილით ადგომა კარლის ძალიან უჭირს, დილა ჭიქა ყავის გარეშეც ვერ წარმოუდგენია. 

  • ემილი რატაკოვსკი

  • თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მოდელი დილით შავ ყავას სვამს ბრეტონულ ღვეზელთან ერთად, რომელიც ფენოვანი ცომით, დამარილებული კარაქითა და შაქრით მზადდება.

  • ჟიზელ ბიუნდჰენი

  • ჟიზელის საუზმე ჭიქა რძეს, ყველითა და ხილით დამზადებულ ტოსტს მოიცავს, თუმცა კვირას ბიუნდჰენი მწვანე სმუზით იწყებს, რომელიც შეიცავს 1 ლიმონს, 1 კიტრს, 1 ვაშლსა და 100 გრამ კალეს კომბოსტოს ფოთლებს.

  • ადრიანა ლიმა

  • ლიმას ჩვეულებრივი დღე შვრიის ფაფით, ქიშმიშით, ჭიქა რძით ან ყავით იწყება, ამ ყველაფერს კი ხანდახან იოგურტითა და თაფლით ანაცვლებს. მოდუნების უფლებას თავს მხოლოდ მოგზაურობისას აძლევს. მაშინ მისი დღე იწყება კრუასანით, ყველით, ლორითა და ხილით.

  • დოუტცენ კრუსი 

  • „ომლეტი ქათმითა და პომიდვრით, ავოკადო და ტოსტი - აი, საუკეთესო საუზმე ჩემთვის“, - ამბობს დოუტცენი. განტვირთვის დღეებში მოდელი, როგორც სხვა მისი ბევრი კოლეგა, უპირატესობას მწვანე სმუზის ანიჭებს.