დედამიწის დღეს მარნეული დასუფთავებისა და გამწვანების აქციებით შეურთდა

საკნატუნო ამბები

22 აპრილი 20:06, 2017 წელი

დედამიწის დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტი მასშტაბური დასუფთავების და გამწვანების აქციით შეუერთდა და დედამიწის დაცვის საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. 
მუნიციპალიტეტის თვრამეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო მასშტაბური დასუფთავების აქციები.

დასუფთავდა დაბინძურებული ტერიტორიები, ღირსშესანიშნავი ადგილები და ცენტრალური მაგისტრალები.

 დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და  თანამშრომლებთან ერთად, კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ახალგაზრდები. 


დღესვე,  სოფელ საიმერლოში ჩატარდა გამწვანების აქცია ადგილობრივი ახალგაზრდებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით, დაირგო 50 ცალი ფიჭვის ნერგი, რომელიც მუნიციპალიტეტს  უსასყიდლოდ გადასცა ეროვნულმა სანერგე მეურნეობამ.  სამომავლოდ, აქციაში მონაწილე ახალგაზრდები უზრუნველყოფენ ნერგების მოვლა–პატრონობას.

სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კი ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელმა საწარმომ უზრუნველყო მყარი ნარჩენების სეპარირებისთვის განსაზღვრული პლასტმასის ურნების დადგმაც. 


შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როდესაც ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად, რადგან სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცა.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ანხორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?