სილამაზე/ჯანმრთელობა

საკვები, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისგან გვიცავს

fun time

12:00 ოთხ. 30 ივნისი, 2021 წელი

საკვები ულტრაიისფერი
სხივებისგან დასაცავად

14
დაკოპირებულია

მართალია, მზის მავნე სხივებისგან კანის დაცვის საუკეთესოს საშუალება მზისგან დამცავი მალამოა, მაგრამ ჩვენი ზაფხულის არსენალი მხოლოდ მისით არ უნდა შემოიფარგლოს.

ნუში - მრავალი კვლევა გვიჩვენებს, რომ E ვიტამინი იცავს კანს ულტრაიისფერი რადიაციისგან და აღადგენს კიდეც მას. E ვიტამინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა კი ნუში.

მზესუმზირა - ვიტამინი E მზესუმზირაშიც არის. აღსანიშნავია, რომ E ვიტამინი კანის უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს, რაც ვიტამინს კიდევ უფრო ღირებულს ხდის.

სტაფილო - ბეტა-კოროტინი, რომელსაც სტაფილო შეიცავს, უზრუნველყოფს კანის დაცვას დაზიანებისგან, რომელსაც მზის სხივების მოქმედებით თავისუფალი რადიკალები იწვევს. კორეელმა მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ქალებმა, რომლებიც სამი თვის განმავლობაში ყოველდღე იღებდნენ ბეტა-კოროტინს 6 ცალი სტაფილოს სახით, კანის უჯრედების აღდგენის საუკეთესო დემონსტრირება მოახდინეს.

მარწყვი - კანის მზისგან დაცვის კიდევ ერთი საუკეთესო საშუალებაა მარწყვი. ეს პატარა წითელი ნაყოფი გაჯერებულია C ვიტამინით. მარწყვი ელაგოვის მჟავას შეიცავს, რომელიც თრგუნავს მზის სხივებით გამოწვეულ კანის პიგმენტაციას.
მარწყვში არის ფიტონუტრიენტები - მზისგან დამცავი ბუნებრივი ელემენტები. ფიტონუტრიენტებს, ასევე, წითელი ყურძენი შეიცავს. გარდა ამისა, წითელი ყურძენი კვერცეტინებს, პროანტოცინიდებისა და სხვა პოლიფენოლების შემცველია, რომლებიც კანის მზის სხივებისგან დაცვას უზრუნველყოფს. მიირთვით ყურძენი სახლიდან გასვლის წინ და თქვენ კანის უჯრედების შესაძლო დაზიანების ხარისხს შეამცირებთ.

მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული - ისპანახი, კალეს კომბოსტო და სალათის ფურცლები - ლუტეინსა და ზეაქსატინს შეიცავს, რომლებიც გაჯერებულია მზისგან დამცავი კომპონენტებით. ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს ბოსტნეული ამცირებს კანის კიბოს რეციდივის რისკს პაციენტებისთვის, რომლებსაც ერთხელ უკვე ჰქონდათ ამ დაავადებასთან შეხება.

პომიდორი - პომიდორი შეიცავს ლიკოპინს, თავისუფალი რადიკალების გამანეიტრალებელს, რომელიც მზის ხანგრძლივად მოქმედების შედეგად წარმოიქმნება. ლიკოპინს, ასევე, მინიმუმამდე დაჰყავს ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული ანთებითი დაზიანება. გერმანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მეოთხედი ფინჯანი ზეითუნის ზეთიანი პომიდვრის პასტის მიღება 10 კვირის განმავლობაში ყოველდღე 35%-ით ამცირებს კანის სიწითლეს ულტრაიისფერი რადიაციის მოქმედებისას.

ბროწეული - მზისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა ბროწეული, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება. ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების გარდა, ბროწეული ელაგოვის მჟავას შეიცავს. ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ კვირაში 2-3 ბროწეულის ჭამა ამცირებს კანის უჯრედების სიკვდილს ულტრაიისფერი რადიაციის მოქმედებისას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის