განათლების საერთაშორისო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

საკნატუნო ამბები

25 აპრილი 18:01, 2017 წელი

26 აპრილს, 12:00 საათზე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში ( ი.ჭავჭავაძის გამზ.7, მე-2 სართული)  სასტიპენდიო პროგრამის -  „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ - კონკურსის გამარჯვებულებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

 

სტუდენტებს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი -  ჟან-ივ ლავუარი და  განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჭელიძე შეხვდებიან და პროგრამის მსვლელობის შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.


განათლების საერთაშორისო ცენტრს, კამპუს ფრანსსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად გამოცხადებულ სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებული საქართველოს 15-მდე მოქალაქე სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს.


აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 2016-17 სასწავლო წლის მანძილზე საქართველოს 16 მოქალაქე უკვე დაფინანსდა და სწავლობს საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე.


სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ ფარგლებში კონკურსი 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1 მარტის ჩათვლით გამოცხადდა.  ელ განაცხადების მიღება წარმოებდა ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებული ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით.
პროგრამის ფარგლებში განაცხადი 62 კონკურსანტმა გააკეთა.


გამარჯვებულად გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 13 კონკურსანტი. მომდევნო 10 კონკურსანტს კი  რეზერვისტის სტატუსი მიენიჭა.


პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე საფრანგეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.  დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია ერთი სასწავლო წლისათვის. დაფინანება გულისხმობს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:


• სწავლის (სავარაუდო) ხარჯების საფასური;


• ყოველთვიური სტიპენდია - 767 ევროს ოდენობით (ათი თვის განმავლობაში);


• სტუდენტური დაზღვევის ხარჯები;


• სავიზო მოსაკრებელი;


• დოსიეს შექმნის ხარჯები.


შეხვედრაზე შემდეგ სამუშაო თემებს განიხილავენ: ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამის სააპლიკაციო პროცესი და  შეფასების სისტემა; ცენტრისა და დაფინანსებული სტუდენტის ურთიერთვალდებულებები; პროგრამული მონიტორინგი და შეფასების კრიტერიუმი; სტიპენდიანტებსა და ცენტრს შორის ორმხრივი კომუნიკაციის სტრატეგია.


ღონისძიებას ასევე დაესწრებიან განათლების საერთაშორისო ცენტრისა და ფრანგული ინსტიტუტის კურსდამთავრებულები და გამარჯვებულ აპლიკანტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.


სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-2017  წლებში კონკურსის წესით სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში საქართველოს  341  მოქალაქე დააფინანსა საზღვარგარეთ განათლების მისაღებად.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?