მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ქალთა კლუბი გაიხსნა

საკნატუნო ამბები

4 მაისი 17:30, 2017 წელი

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში,  მუნიციპალური  პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით ქალთა კლუბი გაიხსნა.

პროექტის მიზანია თემში მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა, ქალთა მონაწილეობის წასახალისება სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება. 

აღნიშნული სივრცე,  შესაძლებელია, გამოყენებული იქნას სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ  შეხვედრების მოსაწყობად, ახალი პროექტების დაგეგმვისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობების განსახორციელებლად.

აღსანიშნავია, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, ქალთა კლუბის პროექტი აღმამედლოში მცხოვრებმა აქტიურმა ქალბატონმა ნარგიზა  მამედოვამ წარმოადგინა, რომელიც  მოქალაქეების ერთობლივი გადაწყვეტილებით შეირჩა და განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 200 ლარი გამოიყო.

არნიშნული სივრცე განთავსებულია  სოფლის კულტურის სახლში, სადაც  გარდა ქალთა კლუბისთვის განკუთვნილი ფართისა, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, კაპიტალურად გარემონტდა  შენობაში არსებული  სხვა ოთახებიც და  რეაბილიტირებული იქნა  სახურავი, რისთვისაც ჯამში დაიხარჯა 66 750 ლარი.

გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, გამგებლის მოადგილე აკიფ ალიევი, თვითმმართველობის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

დღესვე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი აღმამედლოს მოსახლებასაც შეხვდა. გამგებელმა პირადად მოისმინა მოსახლეობის პრობლემები და გამგეობის კომპტენეციის ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?