პროდუქტები ახალგაზრდული კანის შესანარჩუნებლად სხვადასხვა ასაკში

საკნატუნო ამბები

8 მაისი 09:00, 2017 წელი

ყველასთვის ცნობილია, რომ სალათის ფურცლები ჯანმრთელობისთვის კარგია, ხოლო ტკბილეული - პირიქით. თუმცა, იცოდით, რომ ყოველ ასაკს თავისი სპეციფიკური პროდუქტი შეესაბამება, რომლებიც ახალგაზრდული კანის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ?

20-30 წელი
ამ ასაკში კუნთოვანი მასა ოპტიმალურია, ხოლო კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნა მაქსიმუმს აღწევს, რაც კანის სიმკვრივესა და კუნთებს უზრუნველყოფს. თუმცა, არასწორი კვება, ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღება და ცხოვრების დაძაბული რიტმი ორგანიზმში სტრესს იწვევს და აუცილებელი საკვები ნივთიერებებისგან ფიტავს.
რა უნდა მიირთვათ:
მრავალფეროვანი საკვები ნივთიერებების მისაღებად ორგანიზმს უნდა მიაწოდოთ საკმარისი რაოდენობით ცილა: თევზი, ქათამი და პარკოსანი პროდუქტები. ხორბლის პროდუქტები შესანიშნავია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებისთვის და, ასევე, მუქი მწვანე, ფერადი ბოსტნეული და ხილი ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით ავსებს.


30-40 წელი
ამ ასაკში უჯრედებისა და კოლაგენის სინთეზის წარმოქმნის პროცესი ნელდება, რაც კანის თანდათანობით გათხელებასა და კუნთებში ტონუსის მოდუნებას იწვევს. ასევე, კანის ცხიმის გამომუშავება და კანი უფრო მშრალი ხდება. მცირდება მეტაბოლიზმის სისწრაფე და შედეგად შესაძლოა, რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი მოიმატოთ.
რა უნდა მიირთვათ:
ამ ასაკში კანისთვის აუცილებელია ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინით სავსე ხილი და ბოსტნეული. ასევე, ციტრუსი, მწვანილები, ბულგარული წიწაკა - რაც კოლაგენის წარმოქმნის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.


40-50 წელი
კოლაგენის წარმოქმნის პროცესი კვლავ მცირდება და კანიც, შესაბამისად, დუნდება. მცირდება ლიმფური სისტემის მუშაობის დონე, რაც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას აფერხებს და იწვევს შეშუპებას. 
რა უნდა მიირთვათ:
ანტიოქსიდანტებით სავსე ბოსტნეული კანის დეტოქსიკაციისა და დატენიანებისთვის. სასურველია მიირთვათ: თევზი, თხილეული, სოიო, ოსპი, სელი - რაც ჰორმონალური ფონის დაბალანსებაში დაგეხმარებათ.


50-60 წელი:
ამ ასაკში ჯერ ხელებზე, შემდეგ კი მთელ სხეულზე ჩნდება პიგმენტური ლაქები. კანის უჯრედები 30%-ით კარგავს ბუნებრივ დატენიანებას, რის გამოც კანი ეკიდება, შრება, თხელდება და ხდება ქერცლიანი.
რა უნდა მიირთვათ:
ჯანმრთელი პროტეინები, ხილი და ბოსტნეული დაგეხმარებათ შაქრისა და ჰორმონების დონის დაბალანსებაში. ძირითადად, უნდა მიირთვათ ბეტა-კაროტინით მდიდარი ყვითელი და წითელი ბოსტნეული, რომლებიც კანის ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს.



60-70 წელი
ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილები ამ ასაკში ბერდება, შედეგად კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიკურობას.
რა უნდა მიირთვათ:
განაგრძეთ ჯანსაღი პროტეინების მიღება და იზრუნეთ და მიიღეთ D ვიტამინით გაჯერებული პროდუქტები (პარკოსანი მცენარეები, კვერცხი, თევზი). ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სულ უფრო მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტები, რომელთა მიღება ახალი ხილისა და ბოსტნეულისგან შეგიძლიათ.


დაბოლოს, პროდუქტები, რომელთა მიღებისგან ნებისმიერ ასაკში თავი უნდა შეიკავოთ, თუ გსურთ, სახის ჯანსაღი კანი შეინარჩუნოთ:
ცხიმები, რაფინირებული ზეთი და ნახევრად ფაბრიკატი პროდუქტები აჩქარებს დაბერების პროცესს, თუმცა, ცხიმებზე სრულად უარის თქმა არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანის სიმშრალეს გამოიწვევს.
გამწმენდი ნახშირწყლები, მათ შორის რაფინირებული შაქარი და თეთრი ფქვილი სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის მომატებას იწვევს, რაც თირკმელებში ნატრიუმის შეკავების განმაპირობებელია. ყველაფერ ამას დამატებული მაღალი შემცველობით მარილი ორგანიზმში სითხის შეკავებას და სხეულის შეშუპებას იწვევს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?