ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ავიაპარკს განაახლებს

საკნატუნო ამბები

11 მაისი 18:53, 2017 წელი

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" განვითარების ახალ ეტაპს საჰაერო ფლოტის ძირეული განახლებით იწყებს. კომპანია ახალი ბოინგ 737-700 ტიპის საჰაერო ხომალდისა და 2 ემბრაერის ტიპის თვითმფრინავის დარეგისტრირებას გეგმავს.

ამის შესახებ "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.


"მინდა გითხრათ სასიამოვნო სიახლეების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში"ჯორჯიან ეარვეისში" ხორციელდება. კერძოდ, ავიაკომპანია განვითარების ახალ ეტაპზე საჰაერო ფლოტის ძირეულ განახლებას გეგმავს. სულ რამოდენიმე დღეში ახალი ბოინგ 737-700 ტიპის საჰაერო ხომალდს დავარეგისტრირებთ, ასევე ემბრაერის ტიპის 2 თვითმფრინავი გვეყოლება", - აღნიშნა "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა.


დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სიახლეები ავიარეისების კუთხითაც იგეგმება. კერძოდ, 20 მაისიდან პირდაპირი რეისების შესრულება, როგორც თბილისიდან ლონდონის, ასევე სხვა ქვეყნების მიმართულებით.


"20 მაისიდან ვიწყებთ პირდაპირი რეისების შესრულებას თბილისიდან ლონდონის მიმართულებით, ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და შაბათს. ასევე, 12 ივნისიდან ვიწყებთ პრაღის მიმართულებით პირდაპირი ფერენების შესრულებას - ყოველ ორშაბათსა და შაბათს. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან დავიწყეთ პირდაპირი ფრენები კიევის მიმართულებით, რომელიც ხორციელდება ყოველდღიურად. ასევე, ყაზანის მიმართულებით 2 ივნისიდან ფრენებს კვირაში 2 სიხშირით ვამატებთ. ასევე მგზავრთა მოთხოვნის საფუზველზე დაგეგმილი გვაქვს პარიზის მიმართულებით ავიარეისების დადგენა, რომელიც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება", - განაცხადა დავითაშვილმა.


ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი"  1993 წლის სექტემბერში დაარსდა, მაგრამ მას იმ დროს ავიაკომპანია "აირზენად" მოიხსენიებდნენ. 2004 წელს აგვისტოში, ავიაკომპანიამ სახელწოდება "ჯორჯიან ეარვეის"-ით შეცვალა, თუმცა, "აირზენა" ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება, როგორც საფირმო ბრენდი.


თავდაპირველად ავიაკომპანია ახორციელებდა ჩარტერულ რეისებს არაბთა გაერთიანებული საამიროებში, იტალიაში, ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, სირიაში და ასევე რეგულარულ რეისებს ავსტრიასა და ვენაში.


1999 წელს "ჯორჯიან ეარვეისი" საქართველოს ფლაგმანური ავიაგადამზიდველი გახდა.


2000 წლის პირველ ნახევარში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ავიაპარკის განახლების შესახებ და ლიზინგით აიღო კომპანია "Hapag-Lloyd" -გან ორი BOEING 737-500 ტიპის თვითმფრინავი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა ავიაკომპანიამ დასავლური წარმოების საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია დაიწყო. მას შემდეგ "აირზენა" მუდმივად ზრუნავს ავიაპარკის განვითარებაზე და განახლებაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?