10 მამაკაცი, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა მთელ მსოფლიოში (10 ფოტო)

საკნატუნო ამბები

16 მაისი 19:00
1993

და თანაც, თითქმის, ყველა მათგანი უცოლოა...

ამ მამაკაცების ღირსება მხოლოდ მათი გარეგნობა როდია. ისინი ვერ მოახერხებდნენ სამოდელო ბიზნესში ასეთი სიმაღლეების დაპყრობას, რომ არა მათი ძლიერი ხასიათი და გასაოცარი მიზანდასახულობა. 


 

  • შონ ო'პრაი


    შონს არასდროს უოცნებია სამოდელო კარიერაზე. მისი ფოტო სოციალურ ქსელში სრულიად შემთხვევით შენიშნა ცნობილი სამოდელო სააგენტოს მფლობელმა და მაშინვე შესთავაზა სამუშაო.

  • ნიკ ბეიტმანი


    ის არა მხოლოდ მსოფლიო დონის მოდელი, არამედ კინომსახიობი და სპორტსმენია. ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია კარატეში და ხელმძღვანელობს საბრძოლო ხელოვნების საკუთარ სკოლას.

  • სერჟ რიგვავა


    რთული დასაჯერებელია, მაგრამ ამ ხუჭუჭა ბიჭს სულ ახლახან შეუსრულდა 17 წელი. ის გერმანიაშია დაბადებული. მისი სამოდელო კარიერაც, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სამოდელო კონკურსში გამარჯვების შემდეგ დაიწყო.

  • მეთიუ ტერი


    ეს ნიჭიერი ახალგაზრდა ამერიკის ერთ პატარა ქალაქში გაიზარდა. ერთ მშვენიერ დღესაც დედამ მისი ფოტო სილამაზის კონკურსზე გაგზავნა, სადაც მისი შვილი უპირობო გამარჯვებული გახდა. ასე დაიწყო მეთიუს კარიერა.

  • ჯონ კორტაჰარენა


    მაღალი, მწვანეთვალება, მუქი ფერის თმა, სახის გამოკვეთილი ნაკვთები - ყველაფერი ამის გამო მსოფლიოს წარმატებული მოდელიერები და ფოტოგრაფები მასთან მუშაობაზე ოცნებობენ.

  • მარლონ ტეიშეირა


    25 წლის ბრაზილიელი ლამაზმანი უკვე დიდი ხანია მოდის ჩვენებებისა და ფოტოსესიების ნამდვილი ვარსკვლავია. მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, მარლონი საკმაოდ მორიდებული და საყვარელი ბიჭია.

  • რობ ევანსი


    ამ ლამაზმანის მთავარი ღირსება მისი სიმაღლე (190 სმ.) და ათლეტური აღნაგობაა. რობი პროფესიონალურად იყო დაკავებული ბოქსით და მონაწილეობდა ცნობილ ტელეშოუში (ტოპ-მოდელი ამერიკულად).

  • საიმონ ნესმანი


    რამდენიმე წლის წინათ საიმონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მოდელი გახდა. გასაკვირი სულაც არ არის. ის ერთდროულად დახვეწილად, მამაკაცურად და ეგზოტიკურად გამოიყურება.

  • ჩედ უაიტი


    ჩედი პორტლენდში დაიბადა და სერიოზულად არასდროს უფიქრია სამოდელო ბიზნესზე. თუმცა მისი გარეგნობა მოდის სამყაროში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ახლა ჩედი სამოდელო კარიერას უთავსებს მსახიობობასა და ქველმოქმედებას.

  • დევიდ განდი


    განდი სამოდელო ბიზნესის ცოცხალი ლეგენდაა და, ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი. უკვე რამდენიმე წელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სიის სათავეშია, არის პროფესიონალი მრბოლელი, წერს საავტორო სვეტებს მოდის შესახებ მსოფლიო გამოცემებში. ამასთანავე, დიდ დროსა და ფულს უთმობს ქველმოქმედებას. და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის ჯერ კიდევ უცოლოა. 


წყარო: adme.ru