+18

თუ სექსი დიდი ხანია, არ გქონიათ - ხანგრძლივი თავშეკავების 7 უსიამოვნო შედეგი

fun time

23:00 პარ. 2 ივლისი, 2021 წელი

რას იწვევს სექსისგან
თავშეკავება

14
დაკოპირებულია

ქალის სილამაზეს ბევრი რამ აყენებს ზიანს - ზედმეტი წონა, ცელულიტი, ნაოჭები, დამღუპველი ჩვევები და... სექსის არარსებობა. მაინც რა მოჰყვება ხანგრძლივ უსექსობას:

ორგანიზმის დასუსტება - სექსუალურად აქტიური ქალები იშვიათად ავადმყოფობენ. კვლევის თანახმად, მათ ორგანიზმში, ვისაც რეგულარულად აქვს სექსი, ანტისხეულების შემცველობა 30%-ით მეტია, ვიდრე იმ ქალებში, ვისთანაც სექსი ეპიზოდურია.

დეპრესია - კარგი სექსი ხსნის სტრესს. მიზეზი კი ენდორფინებია, რომლებსაც სექსუალური კავშირის დროს ორგანიზმი გამოყოფს. ისინი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოემოციურ ფონზე. თუკი ეს ჰორმონი არასაკმარისად გაქვთ, დეპრესიაში ჩავარდნის რისკი მაღალია.

რთულად აღგზნება - რთული დასაჯერებელია, მაგრამ, რაც უფრო იშვიათია სექსუალური ცხოვრება, მით უფრო რთულად აღიგზნება ქალი. ხანგრძლივი თავშეკავების დროს ტვინი მთელ ორგანიზმში გასცემს სიგნალს და თითქოს არწმუნებს სხეულს, რომ სექსუალური ფუნქცია არ სჭირდება. ეს შესაძლოა, ანორგაზმიის მიზეზი გახდეს, რადგან სხეული, უბრალოდ, ივიწყებს ამ შეგრძნებას.

პრობლემები ურთიერთობაში - თუკი წყვილი იშვიათად კავდება სექსით, მათი დაშორების რისკი მაღალია. სექსუალური დაუკმაყოფილებლობა ხშირად ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზია.

პრობლემური კანი - სექსუალური აქტის დროს ქალის ორგანიზმი გამოყოფს კოლაგენს, რომელიც უზრუნველყოფს კანის ტონუსს, სიმკვრივესა და ელასტიკურობას. ამიტომ, სექსის გარეშე კანი მალე ბერდება და ნაოჭებიც ჩნდება.

პოტენციის პრობლემები - სექსისგან ხანგრძლივი თავშეკავება ხშირად მამაკაცებში ერექციის პრობლემის მიზეზი ხდება და, ასევე, ლიბიდოს დაქვეითებას იწვევს.

ჭარბი წონა - როდესაც ადამიანი აღიგზნება, ხშირად მისი პულსი წუთში 70-დან 150 დარტყმამდე იზრდება. აღმოჩნდა, რომ სექსუალური სიახლოვის დროს იმდენივე კალორია იწვება, რამდენიც ნორმალურ ტემპში 15-წუთიანი სირბილით. ამიტომ სექსისგან თავშეკავების დროს წონაში მომატება სრულიად დასაშვებია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში