ყოველდღიური ნივთები, რომლებიც წარმოუდგენლად ძვირია (11 ფოტო)

საკნატუნო ამბები

18 მაისი 09:00
2889

ამ ნივთებით ყოველდღიურად სარგებლობენ როგორც მდიდარი, ისე ღარიბი ადამიანები. მაგრამ მდიდრებისთვის ეს ნივთები განსაკუთრებით მიმზიდველია.

  • წინდები - რთული დასაჯერებელია, მაგრამ ეს წინდები $1188 ღირს. ის გერმანული ბრენდის Falke-ს ნაწარმია. მომზადებისთვის გამოიყენება ისეთი ცხოველის ბეწვი, რომელსაც გადაშენება ემუქრება.


  • iPhone 5 - მის ყველაზე ძვირ მოდელს 24-კარატიანი ოქროს კორპუსი აქვს და გაფორმებულია ექვსასი ერთეული შავი და თეთრი ბრილიანტით. ეკრანი დამზადებულია საფირის შუშისგან. მისი ფასი 15,3 მილიონი დოლარია. 


  • კბილის პასტა - ექიმ ტეტს ნეიკამოტოს მიერ შექმნილი კბილის პასტა - Theodent 300 - გამწმენდ ინგრედიენტებს დიდი რაოდენობით შეიცავს. მისი ღირებულება 100 დოლარია და ყველა მაღაზიაში ვერ შეიძენთ.


  • ყურსასმენი - ბელგიელმა ოქრომჭედელმა ყურსასმენები 18-კარატიანი ოქროთი და 188 ბრილიანტის თვლისგან შექმნა. მისი ღირებულება 5200 დოლარია.


  • ტუალეტის ქაღალდი - ავსტრიულმა კომპანიამ 3-ფენიანი ტუალეტის ქაღალდი 22-კარატიანი ოქროსგან შექმნა. მისი ღირებულება მილიონ-ნახევარი დოლარია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: ოქროს ტუალეტის ქაღალდის მყიდველს ნივთი სახლში მიეწოდება, საჩუქრად ერთ ბოთლ შამპანურთან ერთად.


  • კლავიატურა - კომპანია Gokukawa კლავიატურას შავი ტყავისგან ამზადებს და მისი ღირებულება 548 დოლარია.

  • პოპკორნი - მას ისეთივე გემო აქვს, როგორც ჩვეულებრივს, მაგრამ ის მსოფლიოში საუკეთესო ინგრედიენტებისგან მზადდება. ნილსენ მესის ბურბონის ვანილი, ვერმონტის ქარხნის ცხიმი, მარილი კუნძულ ლიოსედან, ორგანული შაქარი და 23-კარატიანი საჭმელი ოქროს ფანტელები. ეს სიამოვნება $250 ღირს.

  • ქოლგა - დიზაინერმა ანჯელო გალასომ და იტალიელმა მაგნატმა ფლავიო ბრიატორემ შექმნეს კომპანია, სახელწოდებით Billionaire Couture, რომელიც მდიდრებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობს. მაგალითად, ნიანგის ტყავისგან შექმნილი ქოლგა 50 ათასი დოლარი ღირს.


  • შეფ-მზარეულის დანა - Nemsuk-ის ფირმის დანა გაფორმებულია ბრილიანტებით და მისი ღირებულება 40 ათასი დოლარია.  

  • წყალი და ბოთლი - ეს მდიდრული ბოთლი შექმნილია 24-კარატიანი სუფთა ოქროსგან და ბროლისგან. წყალი, რომელსაც მასში ასხამენ, სპეციალურად კუნძულ ფიჯიდან ჩამოაქვთ. მას 5 მილიგრამ ოქროს მტვერს ურევენ. ერთი ბოთლი წყლის ღირებულება 60 ათასი დოლარია.


  • სწრაფი მომზადების ვერმიშელი - Harrods 2008 წელს გამოჩნდა და მისი ღირებულება 50 დოლარია. მყიდველს ვერმიშელთან ერთად გადაეცემა ჩანგალი და ხელსახოცი.

წყარო: you-journal.ru