წარმატებული ურთიერთობების საიდუმლოები თანამედროვე გოგონებისთვის (10 ფოტო)

საკნატუნო ამბები

17 მაისი 17:00
11800

სწორედ ამ სახელწოდების ბესტსელერით გახდნენ მსოფლიოში ცნობილები ამერიკელი მწერლები ელენ ფეინი და შერი შნაიდერი. როგორც თავად ამბობენ, მათი რჩევები ბევრ ცნობილ ქალბატონს დაეხმარა ბედნიერების პოვნაში. 

ამ რჩევების გათვალისწინებისას ზედმეტი არ მოგივიდეთ, ეს წესები ისედაც ძალიან მკაცრია. გონივრულად გამოიყენეთ.

  • როცა ის გირეკავთ, თავქუდმოგლეჯილი ნუ გაიქცევით ტელეფონის ასაღებად. დიდი ამბავი, თუ რამდენიმე ზარს გამოტოვებთ. იფიქროს, რომ უფრო სერიოზული საქმით იყავით დაკავებული...

  • ახალი ნაცნობის სმს-ს რაც შეიძლება მოკლედ უპასუხეთ. 

  • მამაკაცის პირველ მესიჯს რამდენიმე საათის შემდეგ უპასუხეთ და მიმოწერას ნუ გააგრძელებთ დღეში 20 წუთზე მეტს.

  • არ ღირს პასუხის გაცემა ისეთ მესიჯზე, როგორიცაა „რას შვრები ?“ სჯობს, დააიგნოროთ.

  • უმჯობესია, ბიჭებმა იმარჩიელონ, რით ხართ დაკავებული, ვისთან ერთად, სად და როდის... ნუ იქნებით გადაშლილი წიგნივით სოციალურ ქსელებში.

  • ნებისმიერი შეტყობინება შუაღამის შემდეგ - 90%-ის შემთხვევაში ტაბუა. სერიოზულ გოგონებს 12-ის შემდეგ სძინავთ, თუნდაც ასე არ იყოს.

  • სოციალურ ქსელებში თავი შორს დაიჭირეთ მისი პროფილისგან და იშვიათად დაწერეთ მის გვერდზე.

  • აჯობებს, მიმოწერაზე მეტი დრო შეხვედრებს დაუთმოთ.

  • სმაილები - ძალიან კარგი ფორმაა მეგობრებისთვის, მაგრამ ნუ გამოიყენებთ მათ ხშირად მამაკაცებთან მიმოწერაში, ეს თავშეუკავებლობის ნიშანია.

  • გასაგებია, რომ მასთან გინდათ კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი, მაგრამ ნუ იქნებით მარტივად მოსაპოვებელი, რადგან მამაკაცებს სირთულეები იზიდავთ.

წყარო: adme.ru