19 უიშვიათესი ეგზოტიკური ხილი, რომელზეც არაფერი გსმენიათ

საკნატუნო ამბები

18 მაისი 16:00
4755

სამყაროში უამრავი უცხო ხილია საოცარი თვისებებითა და წარმოუდგენელი, ჩვენთვის ზოგჯერ უცნაური არომატით...

  

  • დურიანი

    დურიანის მთავარი მახასიათებელი მისი საშინელი სუნი და ამასთანავე, გასაოცარი გემოა. მისი ჭამა არ შეიძლება ალკოჰოლთან ერთად, რადგან წნევის მკვეთრ ვარდნას იწვევს.

  • შაქრის ვაშლი

    ამ ხილის გემო ნაყინს მოგაგონებთ. მას ყინავენ და ვაფლის ჭიქებში დანამატად იყენებენ. ასევე, შესაძლებელია, შეიგრძნოთ ანანასის, მანგოს, ნესვის, ატმისა და მარწყვის არომატი. ხილი პირში დნება როგორც კრემი. მას გამოიყენებენ სიცხის დასაწევად და დიზენტერიის მოსარჩენად. ერთადერთი ნაკლი - შხამიანი თესლები.

  • ჯეკფრუტი

    ჯეკფრუტს ყველაზე დიდი ნაყოფი აქვს, რომლის წონაც 35 კგ-ს აღემატება, სიგრძე კი - 90სმ. მისი არომატი ბანანის, ანანასისა და მანგოს შეზავებას, ან ხილის საღეჭი რეზინის გემოს მოგაგონებთ.

  • ჟაბუტიკაბა

    გემოზე ეს ხილი ყურძენს მოგაგონებთ. მისგან ჟელეს, მარმელადს, ღვინოსა და ლიქიორს ამზადებენ. მისი ნახარში ასთმის, დიარეისა და დიზენტერიისთვის გამოიყენება.

  • მშვენიერი კენკრა

    ხილი ფლობს მაგიურ თვისებებს, რომლებსაც მეცნიერული ახსნა აქვთ. საკმარისია, შეჭამოთ ერთი კენკრაც კი - და რაც არ უნდა ჭამოთ მის შემდეგ, ყველაფერი ტკბილად მოგეჩვენებათ (ლიმონიც კი). და ასე მთელი საათის განმავლობაში.

  • წითელი ბანანი

    ტკბილი ნაყოფები მალინის გემოთი (ზოგი მანგოს არომატსაც გრძნობს), რომლებშიც გაცილებით მეტი კალიუმი, ბეტა-კაროტინი და ვიტამინი C არის, ვიდრე ჩვეულებრივ ყვითელ ბანანებში.

  • ნესვი კივანო

    ეს ხილი, ასევე, ცნობილია, როგორც რქიანი ნესვი, აფრიკული რქიანი კიტრი, ან ნესვი ჟელეთი. მომწიფებული ნაყოფი გემოთი კიტრის, კივისა და ბანანის ნარევს მოგაგონებთ.

  • ტამარილო

    ტამარილო პომიდვრის, ბადრიჯნისა და ჩილის მონათესავედ ითვლება და ამავე დროს არის ხილი. ტამარილო ძალიან ჰგავს პომიდორს მომჟავო-მოტკბო გემოთი და ამასთანავე, გვაგონებს ტომატს. ეს არის უნივერსალური ხილი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ როგორც დესერტად, ისე გარნირად.

  • „ბუდას ხელი“

    ამ ხილის მთავარი ღირებულება მისი არომატული ქერქია (ამ ნაყოფის ქერქს იის სუნი აქვს). ნაყოფის ჭამა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან რბილი ნაწილი თითქმის არ არის. მისი არომატი ლინკის ქერქის გემოს გაგახსენებთ. ხილის ყვითელ „თითებს“ ხშირად თევზეულის კერძებში ან სალათებში იყენებენ.

  • გველის ხილი

    მისი ნაყოფი დაფარულია ქერქით, რომელიც სტრუქტურულად ძალიან ჰგავს გველს. მართალია, ხილი არომატულია, მაგრამ გემო საკმაოდ სპეციფიკური აქვს - ანანასისა და ბანანის გემოს მოგაგონებთ ნიგვზის მსუბუქი დანამატით. ნაყოფი ფრთხილად უნდა გაფრცქვნათ - ძალიან ადვილია, ხელები დაიჩხვლიტოთ.

  • შავი საპოტა

    ნებისმიერი ხილისთვის შავი ფერი იმის მანიშნებელია, რომ ის გაფუჭდა, მაგრამ ამ შემთხვევაში შავი ფერი იმის დასტურია, რომ ნაყოფი მომწიფდა. ტექსტურა, გემო და ფერი შოკოლადის პუდინგს მოგაგონებთ. გარდა ამისა, ეს ხილი ძალიან სასარგებლოა.

  • მელოტრია

    ეს ხილი ძალიან ჰგავს პატარა საზამთროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ხილი, მას ტკბილი გემო არ აქვს და არომატი კიტრს მოგაგონებთ, ცოტაოდენი ლიმონის წვენით.

  • ბირიბა

    კიდევ ერთი ხილი, რომლის სიმწიფეზეც შავი ფერი მეტყველებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ქერქის ფერზეა ლაპარაკი. გემო კი ლიმონის ღვეზელს (ბეზე) მოგაგონებთ.

  • ახრასი

    ხილი, რომლის არომატსაც ლუდისა და ყავისფერი შაქრის შეხამებას ამსგავსებენ. თესლებს ბოლოში პატარა კაუჭები აქვთ, რომელიც შეიძლება ყელში გამოგედოთ, ამიტომ ნაყოფის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაარჩიოთ.

  • პურის ხე

    ამ ხილის ჭამა რამდენიმე „სტადიაშია“ შესაძლებელი. როდესაც ნაყოფი მწიფდება, მას ტკბილი გემო აქვს და თუ მოუმწიფებელ ნაყოფს მოამზადებთ, ის ახლად გამომცხვარ პურს მოგაგონებთ.

  • თითის ლაიმი

    ხილის რბილი ნაწილი სტრუქტურით იკრას მოგაგონებთ, რასთან დაკავშირებითაც ხილს მეორე სახელიც აქვს - ლაიმის იკრა. ნაყოფის შიგნით პატარა ბოლქვები წვენს შეიცავს, რომლის გემოც უბრალო ლაიმს გაგახსენებთ. იკრის მსგავსად, ისინი ღეჭვის დროს სკდება, სწორედ ამიტომ ციტრუსებიდან სწორად ეს ლაიმია ყველაზე უჩვეულო.

  • კუპუასუ

    კაკაოს მონათესავე (და ნაწილობრივ ანალოგი) ხილი. ხშირად გამოიყენება ტრადიციულ კაკაოსთან ერთად. ეს შოკოლადის საინტერესო ალტერნატივაა, მაგრამ უფრო საინტერესო გემოთი.

  • ლონგანი

    ეს ხილი ტკბილი, წვნიანი და ძალიან არომატულია. ნაყოფი ბევრ შაქარს, C ვიტამინის, კალციუმს, რკინასა და ფოსფორს შეიცავს.

  • აკებია

    აკებიის ნაყოფს დესერტად მიირთმევენ, ქერქს კი ხორცთან იყენებენ. მას სასიამოვნო არომატი აქვს და გემოთი მალინას მოგაგონებთ. თუ ხილთან ახლოს მიხვალთ, შოკოლადის მსუბუქ სუნს იგრძნობთ.

წყარო: adme.ru