სექსისთვის სასარგებლო პროდუქტები (10 ფოტო)

საკნატუნო ამბები

19 მაისი 21:00
683

წარმოგიდგენთ ამერიკელი დიეტოლოგების მიერ შედგენილ სიას. აირჩიეთ თქვენი გემოვნების მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ აფროდიზიაკები ყველას არ ეხმარება, ზოგიერთი პროდუქტი განსაკუთრებით აღვიძებს სექსუალურ სურვილს. 

  • ხამანწკები - მდიდარია თუთიით, რომლის ნაკლებობამ შესაძლოა, მამაკაცებში იმპოტენცია გამოიწვიოს. თუთიის დღიური დოზის მისაღებად 2 ცალი ხამანწკაც საკმარისია ან 1 ნაჭერი უცხიმო წითელი ხორცი.


  • თინუსი - ცხიმიანი თევზი მდიდარია ომეგა-3-ით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მისი მიღება სასარგებლოა როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვისაც.


  • სტეიკი - მდიდარია რკინით, რაც აუცილებელია ცხოვრებისეული ენერგიის აღსადგენად. რკინით, ასევე, მდიდარია ბურღულეული, თხილეული, კვერცხი, ბროკოლი და ხორბლის პური.


  • სატაცური - 120 გრამი სატაცურით თქვენი ორგანიზმი დღე-ღამეში საჭირო B ვიტამინის დოზას მიიღებს, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასევე, სატაცური შეიცავს E ვიტამინს, რომელიც სასარგებლოა გულისთვის.


  • წიწაკა ჩილი - თუკი ცხარე საკვებს ძნელად ინელებთ, ჩილიც სიფრთხილით უნდა მიიღოთ. ის სასარგებლოა გულისთვის, განსაკუთრებით ჯინჯერთად ერთად და დადებითად მოქმედებს მამაკაცებზე.


  • ავოკადო - მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით, ცნობილი აფროდიზიაკი ქალის ფერტილობას (რეპროდუქციის უნარს) აძლიერებს. 


  • წყალი - შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ წყალი ნებისმიერ ორგანოს სჭირდება.


  • მანდარინი და სხვა ციტრუსი - ორგანიზმს C ვიტამინითა და ფოლაცინით (ფოლის მჟავა) ამარაგებს, რაც, გარდა იმისა, რომ სექსუალურ აღგზნებას იწვევს, იმუნურ სისტემასა და განწყობასაც ამაღლებს.

  • ყავა - ეს სასმელი ვახშმის შემდეგ დაძინების საშუალებას არ მოგცემთ და სხვადასხვა „მოქმედებებისკენ“ გიბიძგებთ.

  • შოკოლადი - ამაღლებს განწყობას და უზრუნველყოფს მრავალფეროვანი სურვილების წარმოშობას. 


წყარო: cosmo.ru