ვერცხლისწყლით დაბინძურება ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს

საკნატუნო ამბები

22 აპრილი 13:20, 2017 წელი

ვერცხლისწყლით დაბინძურების პრევენცია და რჩევები დაბინძურებისას

ვერცხლისწყალი ბუნებრივი ელემენტია, რომელიც  ჰაერში, წყალსა და ნიადაგში გვხდება. ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაცია  ვერცხლისწყალს განიხილავს იმ ქიმიურ ნივთიერებათა ათეულში, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.


ადამიანის დაავადებისა და ტოქსიკური ზემოქმედების გამოვლენის თვალსაზრისით, ვერცხლისწყალს ფართო სპექტრი გააჩნია და დამოკიდებულია, თუ რა ფორმით (ვერცხლისწყლის ორთქლი, არაორგანული ან ორგანული ნაერთები), რა გზითა და რა დოზით მოხვდება ორგანიზმში.  ვერცხლისწყლის  მცირე რაოდენობით ზემოქმედებამაც კი,  შესაძლოა,   ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ის საფრთხეს უქმნის ნაყოფის განვითარებას და ასევე ბავშვის განვითარებას ცხოვრების ადრეულ ეტაპზე.


ელემენტარული ვერცხლისწყალი და მეთილის ვერცხლისწყალი ტოკსიკურად მომწამლავია, მისი შესუნთქვა მავნე ზეგავლენას ახდენს ნერვულ, საჭმლის მომნელებელ და იმუნურ სისტემაზე, ფილტვებსა და თირკმელებზე და შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს. არაორგანული ვერცხლისწყლის მარილებს გააჩნიათ კანის, თვალების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კოროზიული ეფექტი, რომელიც ჩაყლაპვისას  თირკმლის ინტოქსიკაციასაც იწვევს. ვერცხლისწყლის მოწამვლის სიმპტომებია ასევე უძილობა, გონების დაკარგვა, თავის ტკივილი და მოტორული დისფუნქცია. განსაკუთრებით მომწამლავია ვერცხლისწყლის ორთქლი. ვერცხლისწყალიჩვეულებრივ პირობებშიც კი მუდმივად ორთქლდება. დღის შუქზე მისი ორთქლი უხილავია, თუმცა საკმარისია  დავანათოთ ულტრაიისფერი სხივებით და მაშინვე შეიმჩნევა მუქი ფერის „ორთქლი“. განსაკუთრებით ინტენსიურად აორთქლება ხდება მაშინ, როდესაც ტემპერატურა 18 გრადუსზე მაღალია.


ვერცხლისწყლით ქრონიკული მოწამვლა იწვევს  ნერვული სისტემის დაზიანებას და ხელების, ენის, ქუთუთოების, ფეხებისა და  მთელი სხეულის კანკალით, არასტაბილური პულსით, გულის ფრიალით, მოუსვენრობითა და  ფსიქიკური დარღვევებით ვლინდება, ასევე ვითარდება აპათია, ემოციური არასტაბილურობა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა. ვერცხლისწყლის ორთქლის შესუნთქვას თან ერთვის მწვავე ბრონქიტის და პნევმონიის სიმპტომები. შეინიშნება ცვლილებები სისხლსა და  შარდში.


ვერცხლისწყლის ორთქლის  დაბალი კონცენტრაციით ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად  შეიძლება განვითარდეს ე.წ „ვერცხლისწყლით მოწამვლა“, რომელიც საწყის ეტაპზე გამოიხატება დაღლილობასა და  გაღიზიანებაში. დროთა განმავლობაში სიმპტომები ძლიერდება და  მეხსიერების პრობლემებში,  შფოთვაში გადაიზრდება, რომელსაც თან ახლავს  ზედა სასუნთქი გზების დაზიანება, სისხლდენა ღრძილებიდან, დისკომფორტი გულის არეში და სხვა.


 


ადამიანის საქმიანობის შედეგად ვერცხლისწყლის გარემოში მოხვედრა და მისი ნეგატიური ზეგავლენა მსოფლიოში დიდ შეშფოთებას იწვევს, შესაბმისად,   2013 წელს მიღებული იქნა მინამატას კონვენცია ,,ვერცხლისწყლის შესახებ“. კონვენციაზე მიერთებულ ქვეყნებს იმ სახის ღონისძიებების გატარება დაევალათ, რომელიც  ვერცხლისწყლის გარემოში გაფრქვევასა და ვერცხლისწყლის შემცველი პროდუქციის წარმოების შეწყვეტა/აკრძალვას გამოიწვევდა.


ვერცხლისწყალი და მისი შენაერთები მრავალ მოწყობილობაში გამოიყენება. მათ შორის,  თერმომეტრებში, ბარომეტრებში და მანომეტრებში, ლუმინესცენციურ ნათურებში აკუმულატორებსა და ელემენტებში.   ცხადია, ვერცხლისწყლის შემცველი პროდუქციის გამოყენებისას ზემოქმედების საშიშროება არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მათ სათანადოდ გამოვიყენებთ და სწორად განვკარგავთ. ზოგადად, აღნიშნული ნივთები წარმოადგენენ გარემოში ტოქსიკური ვერცხლისწყლის მოხვედრის პოტენციურ წყაროს და საფრთხე წარმოიქმნება მათი დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში. მაგალითისთვის, გამოყენებული კომპაქტური ლუმინესცენციური ნათურა შეიცავს 3-5 მგ-მდე ვერცხლისწყალს აგრეგატულ მდგომარეობაში ორთქლის სახით. შესაბამისად, ნათურის დაზიანებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მოწამვლა. აუცილებელია, ვერცხლისწყლის შემცველ ნივთებთან დიდი ყურადღებით მოპყრობა, რათა არ  მოხდეს  გატეხვა/დაზიანება და ვერცხლისწყლის დაღვრა.


რჩევა: თუ ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გატყდა ოთახიდან სასწრაფოდ უნდა გავიდეს ყველა, განსაკუთრებით – ბავშვები. ოთახში უნდა გაიღოს ყველა  ფანჯარა და განიავდეს, გამოირთოს გათბობისა და კონდიცირების სისტემები. სანამ ვერცხლისწყლის მოგროვებას დაიწყებთ,  მოამზადეთ შუშის ქილა ჰერმეტული სახურავით და აავსეთ წყლით. ამ ქილაში უნდა შეგროვდეს ვერცხლისწყალი და თერმომეტრის ნამსხვრევები; სასუნთქი ორგანოები დაიცავით სველი ნიღბით, ხოლო ხელები - რეზინის ხელთათმანებით.
ვერცხლისწყლის ბურთები უნდა შევაგროვოთ სკოტჩით, ქაღალდით ან მუყაოთი, დასველებული ბამბის ტამპონით, პატარა ნაწილაკები  შეიძლება შევაგროვოთ სამედიცინო შპრიცით ან პიპეტით. მას შემდეგ, რაც ვერცხლისწყალს მთლიანად შეაგროვებთ, ადგილი, სადაც იგი დაიღვარა, უნდა მოწმინდოთ სველი ტილოთი. იატაკის დამუშავების პროცედურა რამდენჯერმე უნდა გამეორდეს. შეიძლება გამოიყენოთ გოგირდის ფხვნილიც. ვერცხლისწყალი რეაქციაში შედის გოგირდთან და არააქროლად და უსაფრთხო ვერცხლისწყლის სულფიდად გარდაიქმნება. შეკრებილი ვერცხლისწყალი, ტილოები, ხელთათმანები, დასვრილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მოათავსეთ პარკში და თავი ჰერმეტულად მოუკარით. ის უნდა ჩაბარდეს იმ სპეციალიზებულ დაწესებულებას, სადაც ვერცხლისწყალს დაამუშავებენ. ოთახი, სადაც ვერცხლისწყალი დაიღვარა სულ მცირე 24 საათის განმავლობაში უნდა ნიავდებოდეს.




ვერცხლისწყლისშემცველი ნათურის გატეხვის შემთხვევაში ოთახი უნდა დატოვოს ყველა იქ მყოფმა პირმა, ხელთ არსებული საშუალებებით შეგროვდეს ნათურის ნამსხვრევები, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ნატეხი სრულად შეგროვდა და ამის შემდეგ ჩავატაროთ ადგილის დამუშავება ზემოთ აღწერილი ანალოგიური პროცედურებით.


კატეგორიულად არ შეიძლება: ვერცხლისწყლის ბურთულების შესაგროვებლად მტვერსასრუტისა  და ცოცხის გამოყენება; ვერცხლისწყლის საკანალიზაციო მილში ჩაშვება ან ნარჩენების კონტეინერში გადაგდება; ვერცხლისწყლით დაბინძურებული ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.


ვერცხლისწყლით მწვავე მოწამვლის გამოვლენა იწყება მოწამვლიდან რამდენიმე საათში. მისი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი ყლაპვის დროს, პირღებინება, ფაღარათი, მეტალური გემოს შეგრძნება პირში, წყურვილი, ამასთანავე ვლინდება სხეულის კანკალი, შესაძლებელია ხველა და ქოშინი. ვერცხლისწყლით მოწამვლის შემთხვევაში დაზარალებული პირველ რიგში გაყვანილი უნდა იქნას შენობიდან სუფთა ჰაერზე. ვერცხლისწყლის შიგნით მიღების (დალევა) შემთხვევაში აუცილებელია, დაუყოვნებლივი და ხანგრძლივი კუჭის ამორეცხვა. შემდეგ დაზარალებულმა უნდა მიიღოს აქტივირებული ნახშირი, ჭარბი სითხე, საფაღარათო საშუალებები. თუ მოწამვლა მოხდა შენობაში, აუცილებელია, განიავდეს შენობა და მოშორებული იქნას წყარო. მწვავე მოწამვლის შემთხვევაში უნდა მოხდეს დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია.


ბუნებრივია ჩნდება კითხვა, როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი ვერცხლისწყლის ნეგატიური ზემოქმედებისაგან. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ ვეცადოთ შევიძინოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც არ შეიცავს ვერცხლისწყალს. დღეს ხელმისაწვდომია მრავალი ალტერნატიული პროდუქტი, როგორებიცაა მაგალითად, ციფრული და ელექტრონული თერმომეტრები.


ვერცხლისწყლის თერმომეტრების ელექტრონულით შეცვლის თაობაზე რეკომენდაცია ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ (AAP) ჯერ კიდევ 2001 წელს გასცა. ასევე მნიშვნელოვანია, სწორად მოვახდინოთ ვერცხლისწყლის შემცველი ნარჩენების განთავსება, რათა ავიცილოთ  ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურება. ვერცხლისწყალი, როგორც სახიფათო ნარჩენი უნდა შეგროვდეს და  შემდგომი მართვის მიზნით გადაეცეს შესაბამისი ნებართვის მქონე კომპანიას.




მასალა მომზადებულია გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) თვალსაზრისს

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?