მინამატას ინციდენტი და მინამატას კონვენცია ,,ვერცხლისწყლის შესახებ”

საკნატუნო ამბები

26 აპრილი 15:15, 2017 წელი

ადამიანის ჯანმრთელობასა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე ვერცხლისწყლისა და მისი  შენაერთების ტოქსიკური ზემოქმედების შესახებ დიდი ხანია ცნობილია.  ვერცხლისწყლის შემცველი ნაერთებით გარემოს დაბინძურების წყაროებს  სხვადასხვა სამრეწველო ობიექტები, კერძოდ, ცემენტის წარმოება, მეტალურგია,  სასუქები, სამრეწველო და მუნიციპალური ნარჩენები და საყოფაცხოვრებო ნივთები (ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი და წნევის აპარატი; ვერცხლისწყლისშემცველი ლუმინესცენციური ნათურები; სხვადასხვა სახის აკუმულატორები და ელემენტები) წარმოადგენს. ვერცხლისწყლით მოწამვლასთან დაკავშირებულმა  მასშტაბურმა  კრიზისებმა, როგორებიცაა მინამატას კატასტროფა, მოწამვლა ერაყში და სხვა, აღნიშნული პრობლემისადმი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. 

1908 წელს, ქალაქ მინამატაში კომპანია „ჩისოს“ ქიმიური ქარხანა აშენდა, რომელიც თავდაპირველად  მხოლოდ მინერალურ სასუქებს აწარმოებდა. დროთა განმავლობაში კომპანია გაფართოვდა და  ახალი, მათ შორის აცეტილენის, აცეტალდეჰიდის, ძმარმჟავისა და ქლორეთილენის წარმოებები დაემატა. წარმოების ნარჩენების ჩაშვება  პირდაპირ მინამატას ყურეში ხდებოდა. უარყოფითმა ეკოლოგიურმა შედეგებმა თავი, ჯერ კიდევ,  20-40-იან წლებში იჩინა, რაც თევზის რესურსების შემცირებაში გამოიხატებოდა.  პრობლემის დარეგულირების მიზნით, ადგილობრივმა მეთევზეებმა არაერთხელ უჩივლეს კომპანიას და რამდენჯერმე კომპენსაციაც მიიღეს.


საყურადღებოა, რომ აცეტალდეჰიდის წარმოებაში კატალიზატორად ვერცხლისწყლის სულფატი გამოიყენებოდა. რეაქციების შედეგად  მცირე რაოდენობის მეთილის ვერცხლისწყალი წარმოიქმნებოდა, რომელიც წარმოების დაწყებიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირდაპირ მინამატას ყურეში ჩედინებოდა.


1956 წლის აპრილში ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმები უცნაურ დაავადებას წააწყდნენ, რომელიც ხუთი წლის გოგონას აღმოაჩნდა. არსებული სიმპტომები: გაძნელებული მოძრაობა, მოდუნებული მეტყველება, შეტევები,  ახალ უცნობ ნერვულ დაავადებაზე მიანიშნებდა.   ორი დღის შემდეგ ანალოგიური სიმპტომებით საავადმყოფოში მოხვდა გოგონას დაც. მოგვიანებით, ქალაქში ჩატარებულმა გამოკითხვამ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა გამოავლინა.


1 მაისს სააავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ახალი ნერვული დაავადების აღმოჩენის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. ამ მომენტიდან ხელისუფლებამ ეპიდემიის შესწავლა დაიწყო. შეიქმნა სპეციალური „უცნაურ დაავადებასთან ბრძოლის კომიტეტი“. თავდაპირველად  ის ინფექციურ დაავადებად მიიჩნეოდა. თანდათან გამოვლინდა ცხოველების უცნაური ქცევის მაგალითებიც: კატები ძლიერ კრუნჩხვაში ვარდებოდნენ და ხშირ შემთხვევაში იხოცებოდნენ, რასაც „კატების ცეკვის ავადმყოფობა“ უწოდეს. ციდან ცვიოდა მკვდარი ფრინველები, გაქრა წყალმცენარეები, ნადგურდებოდა თევზი.  კუმამოტოს უნივერსიტეტის სპეციალისტების ჩართულობით, საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია შეიქმნა.


დაავადების მიზეზის დადგენას გარკვეული დრო დასჭირდა. დაიწყო ახალი გარემოებების  გამოვლენა. დაავადება იწყებოდა მოულოდნელად, ავადმყოფები უჩიოდნენ მხოლოდ კიდურებში მგრძნობელობის შემცირებას, მხედველობისა და სმენის დაქვეითებას, მათ აღენიშნებოდათ კოორდინაციის დარღვევა, რის გამოც ვერ იღებდნენ მცირე ზომის საგნებს, ვერ იკრავდნენ ღილებს, უჭირდათ სიარული, ეცვლებოდათ ხმა. ამის შემდეგ კი, ეწყებოდათ შეტევები და კარგავდნენ გონებას. სიკვდილიანობის მაჩვენებლმა 35%-ს მიაღწია (მაგ: 1956 წლის დეკემბრისთვის გამოვლენილი 40 პაციენტიდან 14 გარდაიცვალა).


დაზარალებულების შესახებ ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძირითადად ავადდებოდნენ მინამატას ყურის სანაპიროზე მდებარე მეთევზეთა დასახლებების მცხოვრებნი. მათ ძირითად საკვებს  ამავე ყურეში დაჭერილი ზღვის პროდუქტები წარმოადგენდა. გარდა ამისა,  სოფლებთან ახლოს ვეშაპებშიც მსგავსი სიმპტომები ვლინდებოდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზღვის პროდუქტები დაბინძურებული იყო მძიმე ლითონებით. აღნიშნული მოსაზრება 1956 წლის 4 ნოემბერს გახდა ცნობილი.


მიზეზის დადგენის შემდეგ მკვლევარების ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა ქარხანა „ჩისო“. თავად კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა ჩაშვებულ წყლებში ტყვიის, ვერცხლისწყლის, მანგანუმის, დარიშხანის, სელენისა და თალიუმის მაღალი შემცველობა. თუ  რომელი მეტალი გახდა მოწამვლის მიზეზი, მის დადგენაში დიდი წვლილი მიუძღვის ბრიტანელ ნევროლოგს დუგლას მაკ-ოლპაინს. სწორედ, მან აღნიშნა ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთებით მოწამვლასა და მინამატას ავადმყოფობის სიმპტომების მსგავსებაზე.


1972 წელს სტოკჰოლმის კონფერენციის დელეგატების წინაშე წარსდგა სტუდენტი შინობუ საკამოტო, რომელიც დაინვალიდდა, ვერცხლისწყლით დედის მოწამვლით ორსულობის დროს.   2009 წლის 20 თებერვალს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) საბჭოს 25-ე სესიაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 25/5 „ეფექტური, მოქმედი და თანმიმდევრული გზით ვერცხლისწყლის რეგულირების საერთაშირისო ღონისძიებების ინიცირების შესახებ“.


მინამატას კონვენცია ,,ვერცხლისწყლის შესახებ“ წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას, რომლის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენული გაფრქვევებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ვერცხლისწყლით მოწამვლა. 


კონვენციის ტექსტი შეთანხმდა შვეიცარიაში 2013 წლის 13 იანვარს, ქალაქ ჟენევაში,   ვერცხლისწყალზე მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების კომიტეტის  მეხუთე სესიაზე (INC5), რომელიც  ხელმოსაწერად გაიხსნა 2013 წლის 10-11 ოქტომბერს,  იაპონიაში ქალაქ კუმამოტოში დიპლომატიურ კონფერენციაზე. ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა 2013 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ მინამატაში. 10 ოქტომბერს, იაპონიაში 100-მდე ქვეყნის მთავრობებთან ერთად საქართველომ ხელი მოაწერა მინამატას კონვენციას ,,ვერცხლისწყლის შესახებ“.


მნიშვნელოვანია, რომ მინამატას კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, შეერთებას და მიღებას სახელმწიფოების მიერ და ღია იქნება შეერთებისთვის იმ თარიღის შემდგომ, როდესაც კონვენცია  ხელმოწერისთვის დაიხურება. ამ ეტაპზე,  მინამატას კონვენციას ხელი მოაწერა 128 ქვეყანამ, ხოლო მისი რატიფიცირება 42-მა ქვეყანამ მოახდინა.


მინამატას კონვენცია ითვალისწინებს ვერცხლისწყლის გამოყენების ეტაპობრივად შეზღუდვასა და აკრძალვას. კერძოდ, 2018 წლიდან  შეწყდეს აცეტალდეჰიდის წარმოება ვერცხლისწყლის კატალიზატორით, 2020 წლისთვის  შემცირდეს მთელი რიგი ვერცხლისწყლისშემცველი პროდუქტის ექსპორტი, იმპორტი და წარმოება, მათ შორის, ბარომეტრების, ვერცხლისწყლიანი თერმომეტრების,  წნევის აპარატებისა და სხვა გამზომი ხელსაწყოების, ელექტრონული ბატარეების, ელექტრონული ჩამრთველებისა და რელეების,  ლუმინესცენციური ნათურების, კონვენცია ადგენს შეზღუდვებს ზოგიერთ სამრეწველო პროცესსა და წარმოების დარგებზე, რომლებშიც გამოიყენება ან გარემოში გაიფრქვევა ვერცხლისწყალი.


მასალა მომზადებულია გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) თვალსაზრისს

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?