5 მცენარე, რომელიც ბინაში ჯანსაღ გარემოს შეგიქმნით

საკნატუნო ამბები

10 ივნისი 17:00, 2017 წელი

ერთოთახიან ბინაში ცხოვრობთ თუ დიდი ფართობის აპარტამენტებში, ყველა შემთხვევაში შემოდის ფანჯრებიდან მტვერი და გამონაბოლქვი. ქუჩიდან შემოპარულ ამ უხილავ მტერს კი ყველანაირ მოწყობილობაზე უკეთ მცენარეები ებრძვის. მართალია, ოთახში ყველა მცენარე ქმნის ჯანსაღ გარემოს, მაგრამ მათ შორის ჩემპიონებიც არსებობენ...

  

  • ბამბუკის პალმა (ლათ. Chamaedorea) - ხამედორეა ნელა მზარდი მცენარეა, მისი სიმაღლე 3 მეტრს არასდროს აღემატება და წლის ნებისმიერ დროს ულამაზესი სანახავია, თუმცა მისი მთავარი ღირებულება ის არის, რომ შესანიშნავად ფილტრავს ჰაერს ბენზოლისა და ტრიქლორეთილისგან.

  • სპატიფილუმი (ლათ. Spathiphyllum) -  მცენარეს წვეტიანი ფოთლები და თეთრი, მოყვითალო ან მომწვანო ფერის, თითისტარის ფორმის,  ხორკლებით დაფარული ყვავილედი აქვს, რომელსაც გარშემო აფრის ფორმის ყვავილსაფარი ეხვევა. მისი სიმაღლე 25 სმ-დან 1,5 მეტრამდეა. სპატიფილუმი საუკეთესოდ ებრძვის ნესტს, წმენდს ჰაერს ფორმალდეჰიდისა და ტრიქლორეთილისგან.

  • აგლაონემა (ლათ. Aglaonema) - მცენარე ეფექტურად ასუფთავებს ოთახის ჰაერს მომწამვლელი მინარევებისგან, მათ შორის - ავეჯის, პლასტიკატისა და საღებავებისგან გამოყოფილი ნივთიერებებისგან. აგლაონემა, ასევე, ანადგურებს სტრეპტოკოკურ ინფექციას, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, არაერთ დაავადებას იწვევს.

  • ალოე ვერა - განსაკუთრებული თვისებების მქონე ძალიან ამტანი და სიცოცხლისუნარიანი სუკულენტი მცენარეა. სამკურნალო თვისებების გამო, „სიცოცხლის ელექსირსაც“ უწოდებენ და შეიძლება მისი როგორც გარეგანი, ისე შინაგანი გამოყენება, თუმცა, ამასთანავე, ალოე მავნე მინარევებისა და ტოქსინებისგან ჰაერის ფილტრაციასაც მშვენივრად ახერხებს.

  • კაუჩუკის ფიკუსი (ლათ. Ficus elastica) - ამ ლამაზ მცენარეს ძლიერი „ხასიათიც“ აქვს და შეუძლია, სინათლის დეფიციტისა და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც იცოცხლოს. ის, გარდა იმისა, რომ საუკეთესოდ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, ოთახში ჰაერის გასუფთავებასაც ბრწყინვალედ უმკლავდება - კერძოდ კი, კანცეროგენურ ნივთიერებას ფორმალდეჰიდს, რომელიც უხვად არის სრულიად ჩვეულებრივ ნივთებში - დაწყებული კოსმეტიკიდან, დამთავრებული კბილის პასტით და დაპრესილი ხისგან დამზადებულ ნაკეთობებში.



დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?