მარნეულში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

საკნატუნო ამბები

14 ივნისი 18:50, 2017 წელი

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა. ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებამ“,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, პროექტის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მრგვალი მაგიდის ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც შეჯამდა მიმდინარე პროექტი და განხილული იქნა 2017–2018 წლის  საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევის და კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირების თანაბარი   მონაწილეობის უზრუნველყოფის  სამოქმედო გეგმა.

სამუშაო შეხვედრას  მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საქართველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები,  ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის  თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში  მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა, შშმ ბავშვთა/პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტში  განხორციელებულ  პროექტებზე ისაუბრა.

დღესვე, მუნიციპალიტეტში მყოფი სტუმრებისთვის ექსკურსია მოეწყო იმირში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე, სადაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ერთთვიანი სამუშაოები დაასრულა.
კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა.
კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.
სამუშაოების შედეგად გამოვლენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავება და პალეო-ბოტანიკური კვლევა კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ.

ექსკურსიის შემდგომ მარნეულის კულტურის სახლში მოეწყო  გამოფენა/კონცერტი, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ბაზაზე მოქმედი სოციალური საწარმოს „ხარატულას“ და სოფ. შულავერში მოქმედი სტუდია „ჰობი ჰაუსის“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა.  
გაიმართა  ინტეგრიტებული კონცერტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი მეგობრების მონაწილეობით.

ღონისძიებას შუერთდა ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერი“, რომელიც მინდინარეობს გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი, ქალაქ თბილისის ბავშვთა და ახალგზრდობის ეროვნული ცენტრი. 

 

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?