უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმა

საკნატუნო ამბები

14 ივნისი 19:42, 2017 წელი

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

რეფორმის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა.


რეფორმის შედეგად შეიცვალა უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების სისტემა. ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები შესაბამისობაში მოვიდა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან. განახლებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები წარმოადგენს წინაპირობას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის შემდგომი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისადმი ნდობის ამაღლებას, ინტერნაციონალიზაციასა და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას. სისტემა გახდება მიმზიდველი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის, გამარტივდება განათლების საერთაშორისო აღიარების პროცესი, გაცვლითი და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განხორციელება.


რეფორმის განხორციელება დაიწყო 2015 წლიდან, რასაც თან სდევდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ხოლო 2017 წლის 5 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები. რეფორმის განხორციელებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან ერთად ჩართულები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ადგილობრივი, ევროპის საბჭოსა და ENQA-ს წამყვანი ექსპერტები.


რეფორმის ფარგლებში შეიცვალა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები. უსდ-ები 3-ის ნაცვლად შეფასდებიან 7 სტანდარტის მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის და უსდ-ების მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას, როგორიცაა სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებელი, კვლევითი პროდუქტიულობის მაჩვენებელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების მიმართ სტუდენტების და სხვა დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების დონე.


განახლებული სტანდარტებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრულფასოვნად შესაფასებლად შეიქმნა ექსპერტთა კორპუსი. პირველად ექსპერტთა ჯგუფების მუშაობაში, ადგილობრივებთან ერთად ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები, სტუდენტები და დასაქმების ბაზრის ექსპერტები.


ავტორიზაციის პროცესის ეფექტურად განსახორციელებლად შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა, რომელის საშუალებითაც განხორციელდება ავტორიზაციის პროცესის ყველა ეტაპი - განაცხადის შემოტანიდან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ჩათვლით.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, განახლებული მექანიზმების დასანერგად 2017 წლის ბოლომდე 3 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდება პილოტირება უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ამასთან, ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ექსპერტების მოსამზადებლად ინტენსიურად განახორციელებს კონსულტაციებს, ტრენინგებს და სამუშაო შეხვედრებს; ასევე, მიმდინარეობს მუშაობა დამხმარე მასალების მომზადებაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?