„მავნე“ პროდუქტები, რომლებიც, თურმე, სასარგებლოა (7 ფოტო)

საკნატუნო ამბები

22 ივნისი 09:00, 2017 წელი

შემწვარი კარტოფილი, ლორი, კეტჩუპი, ნაყინი... - ჯანსაღი კვების მიმდევრები მსგავსი პროდუქტების მიღებაზე უარს ამბობენ, მაგრამ რეალურად, ეს პროდუქტები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. თუ რისთვის, ამას სტატიაში მოგახსენებთ.

  

  • ლორი: ძალა და ძლიერი იმუნიტეტი.

    ბევრს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ლორი სასარგებლოა, მაგრამ სინამდვილეში, მისი უნიკალური თვისებები ბევრ პრობლემას უმკლავდება, რადგან ღორის ლორი ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ ნივთიერებას შეიცავს. პაციენტებს, რომლებიც „ცუდ“ ქოლესტერინს უჩივიან, ექიმები ცოტაოდენი ლორის ჭამას ურჩევენ, რათა სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზება მოხდეს. თუკი ლორს ნივრით მიირთმევთ, მისი ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ლორის მიღების ოპტიმალური დოზაა 10-15 გრამი დღე-ღამის განმავლობაში. ხოლო მათთვის, ვინც აქტიურად ვარჯიშობს - 40-50 გრამი.


  • კეტჩუპი: ლამაზი კანი და ჯანმრთელი გული.

    ნატურალური კეტჩუპი შეიცავს ნივთიერებას სახელწოდებით ლიკოპინი, რომელიც აუმჯობესებს სახის კანის ფერსა და სისხლძარღვების მდგომარეობას. კეტჩუპის შეძენა რეკომენდებულია შუშის ბოთლში. ამ შემთხვევაში გაცილებით მაღალი ალბათობაა იმისა, რომ პროდუქტები, რომლითაც კეტჩუპი მზადდება (ტომატის პასტა, ძმარი, სუნელები) ხარისხიანია. გარდა ამისა, ლიკოპინი დადებითად მოქმედებს გულზე და შეიცავს მინიმალური რაოდენობის კალორიებს.


  • კარტოფილი: ჯანმრთელი სისხლძარღვები.

    კარტოფილთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს - ბევრი მიიჩნევს, რომ ეს პროდუქტი წონაში მომატებას უწყობს ხელს, თუმცა, აქ გასათვალისწინებელია შემდეგი: უმჯობესია, კარტოფილი მიირთვათ ზეითუნის ზეთით. ის შეიცავს კარტოფილის გლიკემიურ ინდექსს და ამ შემთხვევაში ზედმეტი კილოგრამები არ გემუქრებათ. სინამდვილეში კარტოფილი - გამომცხვარი თუ მოხარშული - შესანიშნავი წყაროა უჯრედებისა და C ვიტამინის. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, გულის მუშაობას და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.


  • ნაყინი: კარგი ფიგურა და შესანიშნავი განწყობა.

    სულ რაღაც, ერთი ულუფა ნაყინი ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და გარდა ამისა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავ ნივთიერებას შეიცავს: ვიტანიმებს - В6, В12 და Д3. ასევე, 20 აუცილებელ ამინომჟავას. ნაყინი შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც „სიხარულის ჰორმონის“ გამომუშავებას უწყობს ხელს. მთავარია, ავირჩიოთ ხარისხიანი, ხელოვნური დანამატებისა და მცენარეული ცხიმების გარეშე. ამგვარი პროდუქტი შეგიძლიათ, კვირაში 3-4 ჯერ მშვიდად მიირთვათ, 


  • ყავა: მაღალი შრომისუნარიანობა და კარგი ჯანმრთელობა.

    ბოლო დროს მკვლევარების უმეტესობა აცხადებს, რომ ყავა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა: ის ათავისუფლებს დეპრესიისგან, ზრდის შრომისუნარიანობას და აუმჯობესებს აზროვნების პროცესს. ექიმების განცხადებით, დღეში ერთი ფინჯანი ყავა ჰიპერტენზიის, ასთმის, ინფარქტისა და ალცჰეიმერის განვითარების რისკს ამცირებს. პოზიტიურად მოქმედებს მამაკაცის რეპროდუქტიულ ფუნქციაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, სისხლის მიმოქცევასა და იმუნურ სისტემაზე.


  • კვერცხი: კარგი მეხსიერება, მახვილი მზერა.

    კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, მაგრამ, გარდა ამისა, ის მდიდარია ლეციტინით, რაც ათავისუფლებს ორგანიზმს „ცუდი“ ქოლესტერინისგან. გარდა ამისა, ასუფთავებს ღვიძლს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას და ხელს უწყობს მახვილი მზერის შენარჩუნებას. სამედიცინო კვლევის თანახმად, კვირაში 3-5 კვერცხის მიღება ადამიანის ორგანიზმს არანაირ ზიანს არ მიაყენებს.


  • შოკოლადი: პოზიტივის წყარო.

    შოკოლადი სწრაფად აქრობს შიმშილის შეგრძნებას და დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ძალების აღდგენაში გეხმარებათ, რასაც ამ პროდუქტში შემავალი დიდი რაოდენობით ცილები უზრუნველყოფს. შოკოლადის არომატიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანის ფსიქიკაზე დადებითი გავლენა მოახდინოს. მათაც კი, ვინც ფიგურაზე ზრუნავს, ერთი ფილა შოკოლადი დღეში არაფერს ავნებთ, სამაგიეროდ ზღვა სიამოვნებას მიიღებენ. კარდიოლოგები მიიჩნევენ, რომ შოკოლადი უნივერსალური საშუალებაა „ცუდ“ ქოლესტერინთან საბრძოლველად.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?