სტეფანე მღებრიშვილის „დამიბრუნდი“ წლის სიმღერის ტიტულის მფლობელია

საკნატუნო ამბები

21 ივნისი 11:10, 2017 წელი

 „ოქროს ტალღა 2017“ და რჩეული კომპოზიციები... 

გუშინ, 20 ივნისს, მთაწმინდის პარკში რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გამართა – „ოქროს ტალღა“ წელს მეოთხედ ჩატარდა და ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო.

კონკურსში 125 სიმღერა მონაწილეობდა, რომელთაგან რჩეულები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა, ხალხის რჩეული „ოქროს ტალღის“ საიტზე მიცემული ხმების დაჯამებით გამოვლინდა, ჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგურმა და ტელეკომპანია „მიუზიკბოქსმა“ კი საკუთარი რჩეულები დაასახელა.

„ფორტუნას“ ჰოლდინგის მიერ ორგანიზებულ წლის სიმღერის კონკურსის ჟიურის შემადგენლობა ამგვარი გახლდათ: მერაბ სეფაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, მაცაცო სებისკვერაძე, ზაზა შენგელია, ხატია შამუგია, დათო ფორჩხიძე, გიორგი უშიკიშვილი, ვაჟა დურგლიშვილი და ვალერი მელაძე.

გთავაზობთ გამარჯვებულთა სრულ ჩამონათვალს:
წლის სიმღერა: სტეფანე – „დამიბრუნდი“ (კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი);

წლის საუკეთესო მომღერალი ქალი: სოფო ნიჟარაძე – „მაპატიე“ (კომპოზიტორი: რუსა მორჩილაძე / ტექსტი: ირინა სანიკიძე და დავით დოიაშვილი);

წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი: ნოდიკო ტატიშვილი – „ფერადი დღე“ (კომპოზიტორი: მაიკო კაჭკაჭიშვილი / ტექსტი: მანანა გურგენიძე);

წლის საუკეთესო ჯგუფი/ანსამბლი: „ქართული ხმების კვარტეტი“ – „მეორე ლეგენდა“ (კომპოზიტორი: ნუნუ გაბუნია /ტექსტი: ავთანდილ გელოვანი);

ინტერნეტრჩეული: გია დავითიანი – „ლეგენდა სიყვარულზე“ (კომპოზიტორი მანანა იმედაძე, ტექსტი: გურამ გორდეზიანი);

წლის დებიუტი: ეკუნა – „What U Want“ (კომპოზიტორი და ტექსტი: ეკუნა);

წლის რიმეიქი: New One – Artificial love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code);

წლის დუეტი: ლაშა ღლონტი და ქეთი ფარესაშვილი – „ოქროყანის აღმართი“ (კომპოზიტორი: კონსტანტინე პევზნერი / ტექსტი: პეტრე გრუზინსკი);

წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა: ანსამბლი „შვიდკაცა“ და დათო გომართელი – „ერთ რამეს გეტყვი“ (კომპოზიტორი: ნათია ზეინკლიშვილი / ტექსტი: მანანა სიამაშვილი);

პრიზი მუსიკის პოპულარიზაციისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ: ნინო ქათამაძე;

მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი: ჯგუფი „სახე“;

კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და პროდიუსინგი: თეონა ჯორბენაძე;

რადიო „ფორტუნას“ რჩეული: სტეფანე – „დამიბრუნდი“(კომპოზიტორი: ავთო ბადუაშვილი / ტექსტი: სტეფანე მღებრიშვილი);

რადიო „ფორტუნა პლუსის“ რჩეული: „რეზო და ბავშვები“ – „ველოსიპედი“(კომპოზიტორი და ტექსტი: რეზო ბლიაძე);

რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული: სოფო ბედია – „გელოდი“ (კომპოზიტორი და ტექსტი: ლეილა ლეგაშვილი);

„ავტორადიოს“ რჩეული: New One – Artificial Love (კომპოზიტორი და ტექსტი: სერგი გვარჯალაძე, ბაკუნა ნოზაძე/ Genetic Code);

ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული: მასტერი – „დამსინა“ (კომპოზიტორი და ტექსტი: მასტერი).

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?